...

უნიკალური გაყიდვის წინადადება (USP) – საიდუმლო, პიკანტური განსხვავება

შვეიცარია ბალახის ქვეყანაა. ათვისებული მიწის თითქმის 80% გამოუსადეგარია მიწათმოქმედებისათვის და ძირითადად მეცხოველობისათვის გამოიყენება. მერძევეობა სოფლის მეორნეობის უმნიშვნელოვანესი სექტორია. მისი წილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში დაახლოებით 20%-ია. ყოველწლიურად წარმოებული რძის დაახლოებით 1/3 პროცენტი  გადამუშავდება 60-ზე მეტ ყველის საწარმოში შვეიცარიაში დარეგისტრირებული 450 ყველის სხვადასხვა სახეობად.

ამ გაჯერებულ ყველის ბაზარზე თავის დამკვიდრება და გადარჩენა მარტივი არ არის. ვისაც ეს სურს, უნდა ჰქონდეს გამორჩეული, სანდო და არც თუ ისე მარტივად გასაგები უპირატესობა, რომელიც მას თავისი კონკურენტებისგან ნიშანდობლივად განასხვავებს.

ინგლისურად ამას ქვია Unique Selling Proposition, შემოკლებით USP და ეს შეიძლება იყოს რაიმე უპირატესობა ფასის ან ხარისხის სეგმენტში, ან თუნდაც დამატებითი მომსახურება, რომელიც მიზნობრივ სამომხმარებლო ჯგუფს აშკარა უპირატესობას სთავაზობს. იმის ამაო მტკიცება, რომ კარგ ყველს აწარმოებთ, არ არის საკმარისი, რადგან ეს ისედაც არის წინაპირობა იმისთვის, რომ ყველი საერთოდ მოხვდეს ბაზარზე.

 

Picture Appenzeller Cheese 1.jpg

აპენცელი, ეს არის ის ადგილი შვეიცარიაში, სადაც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული პიკანტური, მაღალი ცხიმიანობის, ნახევრად მაგარი ყველი იწარმოება. მომწიფების პერიოდში ყველს ამუშავებენ გასაიდუმლოებული მცენარეული მარილწყლით, რაც ყველს განუმეორებელ არომატს აძლევს. რა სანელებლები შედის ამ მცენარეული მარილწყლის შემადგენლობაში, საუკუნეების მანძილზე მკაცრად დაცული საიდუმლოა და არ ამხელენ.

1942 წლიდან მოყოლებული აპენცელური სახეობის ყველის ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ დაახლოებით 60 სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა ყველის საწარმოში წარმოებულ ყველს, თავისი ადგილი ეკავოს ბაზარზე. სლოგანით «აღმოაჩინეთ შვეიცარიის ყველაზე პიკანტური საიდუმლო» ეს ორგანიზაცია ახერხებს იმას, რომ მომხმარებლის ყურადღება გაამახვილოს 700 წლიან ტრადიციაზე და ამასთანავე ხაზს უსვამს USP-ის – «საიდუმლო რეცეპტი» და «გამორჩეულად პიკანტური». სარეკლამო სახეებად გამოყენებული არიან მწყემსები ალპებიდან, რომლებიც ტრადიციულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. მათი მდუმარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და წინა პლანზე წამოწევს განუმეორებელი პიკანტური გემოს საიდუმლოებას.

იომორისტულ TV- და  Online სარეკლამო რგოლებში, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები ცდილობენ სამ მდუმარე ბატონს მათი საიდუმლო გამოსტყუონ – ჯერჯერობით ამაოდ.

ასე გახდა ამ გასაიდუმლოებული მცენარეული მარილწყლის გარშემო აგორებული ლეგენდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი USP-ი და იქცა აპენცელური ყველის სამარკო ნიშნად.

ეძებთ კიდევ სხვა საშუალებებს, გამოარჩიოთ თქვენი პროდუქტი სხვა პროდუქტებისგან? მაშინ ესტუმრეთ ჩვენს ვებინარს თემაზე «როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული» და შთააგონეთ საკუთარი თავი მეტი მარკეტინგული იდეებით.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare