...
0 (0 Ratings)

ბიზნესის სტრატეგიული განვითარება სწორი ხედვებითა და ფასეულობებით

რეფერენტი

BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი
დანიელ მათერი 2017 წლიდან BPN Georgia – ს ოპერაციული დირექტორია. ფლობს მენეჯმენტის 15 წლიან გამოცდილებას განვითარების სხვადასხვა კომპლექსური პროექტების მიმართულებით მსოფლიოს 12 ქვეყანაში. მას ეკავა მმართველის პოზიციები საორგანიზაციო განვითარების, კომპეტენციების ამაღლების, სპონსორების მოძიების, ინტელექტუალური კაპიტალის მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფის და სოციალურ – ეკონომიკური და გარემოს საკითხების სფეროში.
12 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან.

მიზანი: თქვენ გაეცნობით ბიზნესის მართვის უმთავრეს სტრატეგიულ მეთოდებს და ბიზნეს ეთიკის პრინციპებს, გააანალიზებთ საკუთარ ბიზნეს გეგმას და გამოიყენებთ მას პრაქტიკაში.

სემინარზე სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

ფორმატი

ჰიბრიდი (ადგილი+ზუმი)

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველებისთვის, სტარტაპებისთვის, ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

04/02/2025 -

07/02/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 10:00 pm
დარეგისტრირებული მონაწილეები:0
300,00 

შინაარსი

  • Elevator Speechლიფტის საუბარი: 30 წამიან მოკლე პრეზენტაციაში მოკლედ და დამაჯერებლად ბიზნესის ძირითადი არსის და კომპანიის უპირატესობების ჩამოყალიბება
  • კომპანიის ძირითადი ღირებულებების  განსაზღვრა და ბიზნესის მართვის მდგრადი ფორმის შერჩევა
  • პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა: სტრუქტურული ანალიზით კრიზისში  შანსების დანახვა და წარმატებით დაძლევა
  • ბიზნესის სტრატეგიული მართვა: შთამაგონებელი ხედვით და გრძელვადიანი მიზნებით ბიზნესის მომავლის განსაზღვრა. თანამშრომლების მოტივირება და მომხმარებლების აღფრთოვანება
  • ბრენდი: ფირმის სახელის შერჩევა. პრაქტიკული რჩევები ლოგოს დიზაინთან დაკავშირებით. ძლიერი სამარკო ნიშნის ჩამოყალიბების გზები
  • ასორტიმენტის ჩამოყალიბება: დიფერენცირების და დივერსიფიკაციის სტრატეგიები
  • სტრატეგიული უპირატესობა კონკურენციისასUnique Selling Proposition (USP) – როგორ შევქმნათ სარგებელი მომხმარებლისთვის? როგორ გავხადოთ პროდუქტები და მომსახურება დამაჯერებელი კონკურენციის პირობებში
  • წარმატების ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელიც ბიზნესის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას განაპირობებს და კონკურენტული უპირატესობების შექმნას უწყობს ხელს
  • ბიზნეს გეგმის პრეზენტაცია, რომლის დროსაც თქვენ სწავლობთ თქვენი ბიზნესის ძირითადი არსის, ბიზნეს მოდელის, საბაზრო სიტუაციის, სტრატეგიის და ფინანსების 7 წუთიან პრეზენტაციაში შეჯამებას. თქვენ გეძლევათ შანსი გააცნოთ თქვენი ბიზნესი სხვა მონაწილეებსაც და მოისმინოთ მათი აზრი

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare