...
0(0 რეიტინგები)

Facebook – ის რეკლამები

რეფერენტი

BPN Georgia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ტრენერი, ქოუჩი, „Sisters Wine“-ის თანადამფუძნებელი
ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია “SiSters Wine” -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia-ს ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.
18 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური პრეზენტაცია

მიზანი: სემინარის მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შექმნან ეფექტური კონტენტი, შეარჩიონ აუდიტორია, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით გაუშვან რეკლამები და შეძლონ გააანალიზონ მიღებული შედეგები

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია პირებისთვის, ვისაც სურს: Facebook Ads Manager-ის შესწავლა; Facebook-ით რეკლამის გაშვება.

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

დაგეგმილი თარიღები არ არის.

შინაარსი

  • სტატისტიკური მონაცემების განხილვა მსოფლიოს მასშტაბით
  • Facebook – ზე ბიზნეს გვერდის შექმნა
  • გვერდის სამართავი როლების გადანაწილება
  • მესენჯერში ავტომატური კითხვარის გაწერა
  • Facebook – ზე ბარათის მიბმა
  • თანხის გადახდა ინტერნეტ სივრცეში
  • რა არის Facebook Canvas – ი  და როგორ შეგვიძლია მისი მართვა
  • რა არის Crossposting –  ი და რა უპირატესობა აქვს მას
  • ბანერის აწყობა
  • ეფექტური კონტენტის შექმნის პრინციპები
  • Business Manager – ის მიმოხილვა
  • Facebook Ads Manager – ის მიმოხილვა
  • რეკლამის სახეობების განხილვა პრაქტიკული მაგალითების თანხლებით
  • აუდიტორიის სახეები Facebook გვერდზე
  • Core Audience – ის შექმნა
  • Custom Audience – ის შექმნა
  • Lookalike Audience – ის შექმნა
  • სხვადასხვა ტიპის Facebook რეკლამების გაშვება
  • Facebook რემარკეტინგი
  • როგორ მუშაობს Instagram – 
  • რეკლამების გაშვება;  Instagram  ის ბიზნეს გვერდზე
  • რეკლამის გაშვების შემდეგ მიღებული შედეგების ანალიზი და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare