მოკლევადიანად ლიკვიდურობის დაგეგმვა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

 

მიზნები

არასტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო ბევრ კომპანიას ექმნება ლიკვიდურობის პრობლემა. მეწარმეთათვის მნიშვნელოვანია ლიკვიდურობის ზუსტი კონტროლი და ნაღდი ფული ხელზე სხვადასხვა ვალდებულებების დასაფარად.

შინაარსი

  • ლიკვიდური საშუალებების მნიშვნელობის გააზრება, რათა ნებისნმიერ დროს მომზადებული შეხვდეთ ფინანსურ ვალდებულებებს
  • ექსელის მარტივ  ცხრილებზე დაყდნობით  შემოსავლების და გასავლების ზუსტი კონტროლი და კოორდინაცია. მოკლე და გრძელვადიანი წარმოდგენის შექმნა კომპანიის ლიკვიდურობაზე.
  • პროდუქტებიდან და მომსახურებებიდან შემოსული თანხების სწრაფი და სწორი აღრიცხვით პრაქტიკული ღონისძიებების გატარება ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად. საწარმოო ხარჯების შემცირება, შეკვეთის პროცესების და მარაგების ოპტიმიზაცია, ინვესტიციების დაგეგმვა.

ტერმინების მინიმალური გამოყენებით ლიკვიდურობის გეგმა ერთი ქართული საოჯახო სასტუმროს პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობითაა განმარტებული. 

 

ფორმა: ვებინარი. თეორიული ნაწილი, პრაქტიკული მაგალითები. Power Point - პრეზენტაცია და ლიკვიდურობის ექსელის ცხრილი გადაეცემა ყველა მონაწილეს ​​
ხანგრძლივობა: 1.5 საათი
ღირებულება: 50 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები: მცირე და საშუალო საწარმოების მფლობელები და ფინანსებზე პასუხისმგებელი პირები


მომხსენებელი: დანიელ მათერი

ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.


Login