ბიო პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია

 

მიზნები

ბიო მეურნეობა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება მთელს მსოფლიოში, რაც ჯანსაღი ცხოვრებისადმი ცნობიერების ამაღლებით და ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული. 

როგორ შეუძლიათ მეწარმეებს ამ სიტუაციით სარგებლობა? რა მოთხოვნებს უყენებენ ბიო მწარმოებლებს პროდუქტების მოყვანასთან, გადამუშავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით? როგორ ხდება საერთაშორისო სერტიფიცირების მოპოვება? რა საკანონმდებლო მოთხოვნები და კონტროლი არსებობს ამ მიმართულებით? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიოლოგიური პროდუქტის რეალიზაციის და მარკეტინგის დროს. რა წესები და რეგულაციები არსებობს ბიოლოგიური პროდუქტების ექსპორტზე გასატანად?

შინაარსი

ნაწილი 1: ბიოლოგიური მეურნეობის საფუძვლები და განვითარება

  • ბიო მეურნეობის უპირატესობა მწარმოებლისთვის, მომხმარებლისთვის, გარემოსა და კლიმატისთვის
  • ბიოლოგიური მეურნეობის ძირითადი საფუძვლები
  • ბიოლოგიური მეურნეობის წარმოშობის ისტორია და განვითარება
  • საერთაშორისო რეგულაციები და წესები
  • რა შანსებს გულისხმობს აქტუალური ბიო ბუმი
  • რა გამოწვევების წინაშე დგანან ბიო მეურნეობები 

ნაწილი 2: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიურად ნაწარმოები პროდუქტი

  • რა გაიდლაინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიო პროდუქტების წარმოებისას, გადამუშავებისას და რეალიზაციისას? რა წესები მოქმედებს მიწის დამუშავების, მოსავლის მოყვანის, საკვები ნივთიერებებით გამდიდრების, სარეველასთან გამკლავების და მცენარეთა მოშენების მიმართულებით
  • ბიო მეურნეობაზე გადასვლა, სერტიფიცირების პროცესი. 
  • როგორ ხორციელდება აკრედიტირებული სერტიფიცირების ორგანიზაციების გაიდლაიების მონიტორინგი 

ნაწილი 3: მაგალითები შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან, ერთი კონკრეტული ქართველი მეწარმის ლაივ ქოუჩინგი

  • როგორ შეუძლიათ ბიო მეწარმეებს წარმოების, შესყიდვების და რეალიზაციის მიმართულებით გაერთიანება 
  • მაგალითები შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან
  • ერთი კონკრეტული ქართველი მეწარმის ლაივ ქოუჩინგი

რეფერენტი: დანიელ ბერჩი

მეურნე და აგრონომი. დაიბადა შვეიცარიაში, ემენტალის მხარეში. გაიზარდა ბიო მეურნის ოჯახში და ბავშვობიდანვე  ეცნობოდა ბიო წარმოების მეთოდებს. ის მრავალი წელია მუშაობს სოფლის მეურნეობის ექსპერტად  შვეიცარიაში, გერმანიაში, ჩრდილოეთ კორეაში და რუმინეთში. 2011 - 2018 წლებში ის ხელმძღვანელობდა შვეიცარიაში 7000 ბიო მეწარმისგან დაკომპლექტებულ კავშირს Bio Suisseდღეს ის ბიო მიმართულების  დამოუკიდებელი ექსპერტი და ქოუჩია მრავალწლიანი გამოცდილებით საკვები პროდუქტების და სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში. 


ფორმა: ვებინარის სამდღიანი შეხვედრა ისეა აგებული, რომ მომხსენებლის 60 წუთიანი გამოსვლის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ნახევარი საათის განმავლობაში კითხვები დაუსვან მომხსენებელს.

ხანგრძლივობა: 5 საათი

ფასი: 100 ლარი (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები: მეწარმეები, აქტიური და პოტენციური ფერმერები

რეგისტრაცია

Login