მარკეტინგული სტრატეგიების კურსი

მიზნები

მარკეტინგი არ არის მხოლოდ დიდი ფირმების ფუფუნება, რომელთაც აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და  სარგებლობენ სარეკლამო სააგენტოების ან მარკეტინგის სპეციალისტის მომსახურებით. სემინარზე თქვენ ისწავლით საკუთარ კომპანიაზე მორგებული მარკეტინგული კონცეფციის შემუშავებას.

კურსის შემდეგ თქვენთვის თვალსაჩინო გახდება: 

  • თუ როგორ ხდება ბაზრის, მომხმარებლების და კონკურენტების ფუნდამენტური ანალიზით კონკურენტულ გარემოში საკუთარი კომპანიის პოტენციალის ამოცნობა და განვითარება
  • როგორ შეიძლება მარკეტინგული სტრატეგიის და გრძელვადიანი მიზნების დასახვა ოპტიმალური მარკეტინგული მიქსით (პროდუქტი, ფასი, დისტრიბუცია, კომუნიკაცია)
  • როგორ არის შესაძლებელი შეთავაზების წარმატებით განთავსება ბაზარზე, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და სისტემატური შეფასება, საკუთარი ბიზნესის მარკეტინგული კონცეფციის შექმნა და დამარწმუნებელი პრეზენტაცია

მარკეტინგის კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  •  გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია
  • სოციალური მედია მარკეტინგი

შინაარსი

მარკეტინგი

განხილული თემები:

1 ნაბიჯი: სიტუაციის ანალიზი

  • სიტუაციის ანალიზი ბაზარზე/ ბაზრის დინამიკა: სეგმენტაციის კრიტერიუმები, Buyer Persona - ს განვითარება, ბაზრის სიდიდე, ბაზრის ზრდა, ყიდვის პროცესი (Decision Making Unit)
  • სიტუაციის ანალიზი კონკურენტულ გარემოში: Porter's Five Forces - ის კონცეფციით კონკურენტული გარემოს შეფასება (Porter's Five Forces)
  • PESTEL ის ანალიზით არსებული და სამომავლო შანსების და რისკების შეფასება

2 ნაბიჯი: მარკეტინგული მიზნები და სტრატეგიები

  • ნაწილობრივი ბაზრების და მარკეტინგული სეგმენტის შერჩევა. არადიფერენცირებული და დიფერენცირებული მარკეტინგული სეგმენტის ანალიზი. სტრატეგიული გადაწყვეტილებები შერჩეული ნაწილობრივი ბაზრების სიდიდესთან მიმართებაში.
  • დიფერენცირების სტრატეგიები: დიფერენცირება პროდუქტის, ფასის, დისტრიბუციის და კომუნიკაციის დონეზე. 
  • ზრდის სტრატეგიები: ბაზარზე შეღწევა, ბაზრის განვითარება, პროდუქტის განვითარება, დივერსიფიკაცია.
  • კონკურენციის სტრატეგიები: პიონერის, ბაზრის ინიციატორის, ბაზრის თანამოთამაშის, ნიშების სტრატეგია
  • Corporate Identity: Corporate Design, Corporate Communication, Corporate Behaviour
  • სასურველი ბრუნვა და საბაზრო წილი

3 ნაბიჯი:  მარკეტინგული მიქსი

  • პროდუქტი: ასორტიმენტის ჩამოყალიბება და განვითარება. სწორი მარკეტინგული მიქსი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზაში. გამოკვეთილი მარკეტინგული პოზიციის დაკავება. შეფუთვა. დამატებითი მომსახურებები
  • ფასი: მოთხოვნაზე ორიენტირებული, კონკურენტებზე ორიენტირებული და ხარჯებზე ორიენტირებული ფასის განსაზღვრა, ფასის პოზიციონირების სტრატეგიები, ფასდადების ფსიქოლოგიური ფაქტორები, ფასდაკლების აქციები. 
  • დისტრიბუცია: პირდაპირი და არაპირდაპირი რეალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. Push- და Pull - სტრატეგია, Cross-Selling, Up-Selling
  • კომუნიკაცია: მარკეტინგული კომუნიკაციის ჩარჩო პირობები, წარმატების ფაქტორები კომუნიკაციაში, 360 გრადუსიანი Touchpoint- ანალიზი, რეკლამა, გაყიდვების ხელშეწყობა, საზოგადებასთან ურთიერთობა

4 ნაბიჯი: მარკეტინგული ინსტრუმენტების დაგეგმვა და კოორდინაცია

  • მარკეტინგულ მიზნებთან შეთანხმებული მარკეტინგული მიქსის დაგეგმვა
  • ახალი მომხმარებლების შეძენა და ძველის შენარჩუნება
  • მარკეტინგული ბიუჯეტის განაწილება

 

5 ნაბიჯი: მარკეტინგის კონტროლი

  • გაყიდვების ძაბრის მეშვეობით (Sales Funnel) ყიდვის პროცესში პრობლემების ან გაუმჯობესების პოტენციალის ამოცნობა
  • Return on Marketing Investment (ROMI) ინდექსის გამოთვლა

 

ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია

კურსის ამ ნაწილში განსაზღვრავთ ბრენდის როლს და ბრენდინგის გავლენას გაყიდვებზე, უკეთ შეისწავლით მომხმარებელთა ფსიქოლოგიას და შეძლებთ გაყიდვების სტიმულირებას.

კონკურენტებით გაჯერებულ საბაზრო გარემოში ბევრ კარგ კომპანიას და პროდუქტს არ შეუძლია მიიზიდოს მომხმარებლის ყურადღება. სწორად შერჩეული ფსიქოლოგიური და ნეირომარკეტინგული მეთოდებით შესაძლებელია ცნობადობის გაზრდა, კონკურენტებს შორის უპირატესობის მოპოვება და მომხმარებლის მეხსიერებაში შთამბეჭდავი ემოციის დატოვება. სემინარზე შესწავლილი მიდგომები წარმატებულს გახდის მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესს.

განხილული თემები:

  • ბრენდის როლის განსაზღვრა
  • ნეირომარკეტინგის არსი. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • რაციონალური და ემოციური კომპონენტების ანალიზი ყიდვის გადაწყვეტილებისას
  • ემოციის სისტემები და მომხმარებელთა ტიპები ემოციის სისტემების მიხედვით
  • მომხარებელთა სეგმენტაცია და მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ანალიზი გაყიდვების მიმართულებით
  • კომუნიკაციის სენსორული არხების ანალიზი                                                                                                   -  ფერის აღქმა და როლი გაყიდვებში                                                                                                               -  ლოგოს ტიპები, ფუნქცია და  ლოგოს შექმნის კრიტერიუმები                                                                 -  შეფუთვის ფუნქცია და როლი გაყიდვებში                                                                                                 -  მუსიკის, გემოს და სურნელის როლი გაყიდვებში 
  • კომუნიკაციის ვერბალური არხების ანალიზი:                                                                                                 - სლოგანის როლი და მისი შექმნის კრიტერიუმები                                                                                     - Power Words გაყიდვებში
  • Storytelling
  • პირველი შთაბეჭდილების მოხდენა
  • ფასის სწორად ფორმულირება და ფასების აღქმა
  • ფასდაკლებათა სისტემები
  • მომხმარებელთა ფსიქოტიპები და მათთან მიდგომის ფორმები
  • მომხმარებლის პროფილის შექმნა

 

სოციალური მედია მარკეტინგი

კურსის ეს ნაწილი მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგის უმთავრეს პრაქტიკულ და თეორიულ ელემენტებს. პრაქტიკული მაგალითები აყალიბებენ სწორ მარკეტინგულ ხედვას, რაც ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. თქვენ შეისწავლით მიმზიდველი სარეკლამო პლატფორმების სწორად განსაზღვრას, რეკლამის სწორად განთავსებასა და მიღებული შედეგების კონტროლს.

განხილული თემები:

  • სოციალური მედია მარკეტინგის შესავალი
  • 4P: პროდუქტი, ფასი, ადგილი, სტიმულირება
  • 4C: მყიდველის საკითხის გადაჭრა, მყიდველის დანახარჯი, ხელსაყრელობა, კომუნიკაცია
  • მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი; რეკლამა, არსი და მიზნები; შეტყობინების შექმნა; პრაქტიკული მაგალითების განხილვა
  • ვირუსული რეკლამა
  • Google Ads - ის მიმოხილვა: დანიშნულება, რეკლამის სახეები
  • Google Analytics -  მიმოხილვა: რას გვთავაზობს კონკრეტული პლატფორმა
  • Google Analytics & Tag Manager კოდების გაწერა
  • Google My Business; (გვერდის შექმნა)
  • სასარგებლო რჩევები ბანერის აწყობისას
  • Linkedin; საკუთარი პროფაილის დარეგისტრირება და რეკლამის მექანიზმები
  • Facebook (Ads Manager.) რეკლამის განთავსების საშუალებების განხილვა პრაქტიკული მაგალითების თანხლებით
  • Facebook Business Manager 
  • Instagram
  • Pinterest

 


ფორმა:  სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან.​​​​​​​

ფორმატი: ონლაინ. (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ჰიბრიდული ფორმატიც).​​​​​​​
ხანგრძლივობა: 30 საათი. 12 შეხვედრა. ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ღირებულება: 450 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)​​​​​​​
მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

მომხსენებლები:

დანიელ მათერი - ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.

ნინო მამადაშვილი - ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი.

ანა აივაზიშვილი - ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“ - ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, „Sisters Wine“ - ის თანადამფუძნებელი.


თარიღი და რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლა

Login