გაყიდვების მარკეტინგული ინსტრუმენტები

მიზნები

სემინარის მიზანია გაყიდვების მასტიმულირებელი ინსტრუმენტების შესწავლა და გაყიდვების და მნომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის გაუმჯობესება.

ნეირომარკეტინგის როლი დღითიდღე იზრდება გაყიდვებში. კონკურენტების სიმრავლეში ბევრ კარგ კომპანიას და პროდუქტს არ შეუძლია დაარწმუნოს მომხმარებელი. სწორად შერჩეული ფსიქოლოგიური და ნეირომარკეტინგული მეთოდებით შესაძლებელია მომხმარებელთა ყურადღების მარტივად მიპყრობა და  დაყოლიება პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებაზე.

სემინარზე განხილული თემებია: ბრენდინგის და ნეირომარკეტინგის როლი გაყიდვებში და გაყიდვების ფსიქოლოგია;

შინაარსი

  • ბრენდინგი და მისი ელემენტების როლი გაყიდვებში
  • პირველი შთაბეჭდილების მოხდენა
  • რეკლამაში სწორი აქცენტების დასმა
  • ფასის სწორად ფორმულირება და ფასების აღქმა
  • ფასდაკლებათა სისტემები
  • მარკეტინგული ხრიკების გამოყენება გაყიდვებში
  • მომხმარებელსა და გამყიდველს შორის სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • გაყიდვების ზოგადი ინსტრუმენტების და ხელისშემწყობი ფაქტორების მიმოხილვა

ფორმა: სემინარს აქვს ინტერაქტიული სახე, გაჯერებულია დისკუსიებით და მრავალი ფოტო - ვიდეო მასალით
ხანგრძლივობა: 3 საათი
ღირებულება: 50 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

მომხსენებელი: ნინო მამადაშვილი

ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი


თარიღი და რეგისტრაცია

Login