ბრენდის პოზიციონირება

მიზნები

წარმატებული კომპანიები გამოირჩევიან გრძელვადიანი ნათელი მიზნებით, კომპანიისთვის საკვანძო პრიორიტეტებზე კონცენტრირებით და მათი თანმიმდევრული განხორციელებით.  

კონკურენციის წნეხის ქვეშ, კრიზისის და გამწვავებული ყოველდღიურობის ფონზე ბევრ კომპანიას უჭირს სტრატეგიული კითხვების დასმა და კარგავს კონკურენტუნარიანობას. ამ გარემოებას ეხმიანება პრაქტიკაზე ორიენტირებული კომპაქტური ვებინარი, რომელიც დაგეხმარებათ პასუხი გასცეთ ძლიერი საბაზრო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ყველა რელევანტურ კითხვას.

  • თქვენ მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პოზიციონირება და რა ეფექტის მოხდენა შეუძლია მას თქვენს კომპანიასა და მომხმარებელზე
  • გაიგებთ, რა შემადგენელი კომპონენტებია საჭირო კომპანიის წარმატებული პოზიციონირებისთვის
  • ე.წ. «Brand Vision Model» - ის დახმარებით პრაქტიკაში შეიმუშავებთ კომპანიისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტებს: ბრენდის მიზანს, ბრენდის დაპირებას, ბრენდის სარგებელს, ბრენდის დამაჯერებლობას
  • დაფიქრდებით, სად მოდიან თქვენი მომხმარებლები თქვენს ბრენდთან შეხებაში და რა გამოცდილებებს სთავაზობთ მათ
  • გადაწყვეტთ, ვის ესაუბროთ, რა, როდის და რა არხებით

ვებინარის ფარგლებში საქმე ეხება არა ინფორმაციის მშრალად გადაცემას, არამედ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას და მომხმარებლის მიერ თქვენი ბრენდის განცდას.

 

შინაარსი

  • რა არის ბრენდი? რა არის ბრენდის ხედვა
  • წარმატებული პოზიციონირების შემადგენელი კომპონენტები: ინსპირაცია, რელევანტურობა, დიფერენცირება, სანდოობა
  • ბრენდის ხედვის მოდელი: 1. ბრენდის მიზანი – რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? 2. ბრენდის დაპირება – რას სთავაზობთ მომხმარებლებს? 3. ბრენდის ღირებულება და სარგებელი – რა სპეციფიკური სარგებელი აქვს მოხმარებელს? 4.  ბრენდის დამაჯერებლობა – რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი დაპირებისას
  • მომხმარებლის გამოცდილება: სად მოდიხართ შეხებაში მომხმარებლებთან? შეხების რომელ წერტილებზე უნდა კონცენტრირდეთ მომხმარებელთა ლოიალურობის გასაზრდელად
  • საკომუნიკაციო არხების რუქა: რა არხებით უკავშირდებით სხვადასხვა სეგმენტს? რა მიზნით (გაყიდვების მართვა მოკლევადიანად, ბრენდის ცნობადობის გაზრდა)? ვინ რომელ საკომუნიკაციო არხზეა პასუხისმგებელი? რა ინფორმაციას გადასცემთ და რა სიხშირით?

რეფერენტი: ტობიას ამანი

დაამთავრა შვეიცარიაში სანტ გალენის უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტი. მაგისტრი. ბრენდის სტრატეგიასა და კომპანიის ზრდის სტრატეგიებში სპეციალიზებული შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია Brandoos -  ის დამაარსებელი და მმართველი.

Brandoos  კონსულტაციას უწევს წამყვან შვეიცარიულ და საერთაშორისო კომპანიებს ბრენდის მშენებლობის და სტრატეგიული დაგეგმარების დარგში. მის მომხმარებელთა სიაშია მსოფლიო დონის ცემენტის მწარმოებელი კომპანია  Holcim, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Boston Science Lifeსასმენი აპარატების მწარმოებელი კომპანია  Sonova, საერთაშორისო სავაჭრო და სერვის კონცერნი DKSH და სხვა.

კომპანია Brandoos  ვებ გვერდი: https://www.brandoos.com/en/


ფორმა: ვებინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან. ვებინარის შემდეგ მხოლოდ BPN- ის პროგრამის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება სურვილისამებრ გაიარონ ერთ საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია რეფერენტთან ონლაინ რეჟიმში.
ხანგრძლივობა: 8 საათი. 1 საათიანი ქოუჩინგი რეფერენტთან

ღირებულება: 150 GEL  (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები:  დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

თარიღი და რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლა

Login