ბიზნესის განვითარების გეგმა - ონლაინ კურსი

კურსი შედგება ოთხი ტრენინგისა და ორი ინდივიდუალური კონსულტაციისგან. ტრენინგები მოიცავს მცირე ბიზნესის საკვანძო საკითხებს:

 

1. როგორ ვწერთ ბიზნეს გეგმას

  • კომპანიის ხედვა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს კომპანია შემდგომ 5-10 წელიწადში? რას უნდა მიაღწიოს კომპანიამ მომავალში?
  • გაყიდვის უნიკალური შეთავაზება (USP): როგორ უნდა დავარწმუნოთ პოტენციური მომხმარებლები ჩვენი პროდუქტის მაღალ ღირებულებასა და უპირატესობაში? რა განგვასხვავებს კონკურენტისგან?
  • SWOT ანალიზი: ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება და სუსტი მხარეების განეიტრალება, შანსების გამოყენება და რისკების ამოცნობა
  • პროდუქტის ხარისხი: მომხმარებლის მოთხოვნების და მოლოდინების ანალიზი. როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენი პროდუქტების და მომსახურების ხარისხს?

 

2. როგორ ვადგენთ ფინანსურ გეგმას

  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მოგება - ზარალის უწყისის დახმარებით საერთო და წმინდა მოგების გამოთვლა
  • დებიტორ -კრედიტორების სიების წარმოება, მათი საშუალებით მომხმარებლებისა და მომწოდებლების პოზიციების განსაზღვრა და კონტროლი
  • ცვეთის ხარჯების გამოთვლა

 

3. როგორ ვქმნით საკუთარ საწარმოზე მორგებულ მარკეტინგულ სტრატეგიას?

  • ციფრული მარკეტინგის როლი საქართველოსა და მსოფლიოში
  • ერთმნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და მათთან კავშირის დამყარება ინდივიდუალურად მორგებული არხებით და ინსტრუმენტებით
  • SMART მიზნების განსაზღვრა და პრიორიტეტების გამოყოფა
  • სოციალური მედია კამპანიების ორგანიზება და შედეგების ანალიზი
  • სწორი საკომუნიკაციო ენის და ფორმების შერჩევა

 

4. როგორ ვახორციელებთ რისკების ანალიზს და კრიზისის მენეჯმენტს

  • კრიზისის არსი, სწორი მიდგომა მასთან და მისი, როგორც შესაძლებლობის გამოყენება (→ ქართული მაგალითები)
  • კრიზის მენეჯმენტი: კრიზისის ეფექტური მართვა, ლიდერის როლი, რეაგირების ფორმები
  • პოსტკრიზისული პერიოდისთვის მომზადება: მომხმარებლის და სამომხმარებლო ქცევის ცვლილება, სარეალიზაციო არხების ტრანსფორმაცია
  • რისკების მართვა: რისკების მართვის სოლიდური გეგმა, მათი შეფასება და რისკების შესამცირებლად ჩატარებული ღონისძიებები

 

ტრენინგები ინტერაქტიულია და ტარდება  მცირე ჯგუფებში (არაუმეტეს 10 მონაწილისა).

ტრენინგების დასრულების შემდეგ მსმენელს ეძლევა 10 დღიანი ვადა საკუთარი ბიზნეს გეგმის სისრულეში მოსაყვანად, რის დროსაც მას ასევე შეუძლია ისარგებლოს სპეციალისტის ინდივიდუალური კონსულტაციით.

დასრულებულ ბიზნეს გეგმას ეცნობიან ჩვენი ადგილობრივი და შვეიცარიიდან მოწვეული სპეციალისტები.   საკითხების დეტალური განხილვა კი ხდება შემდგომი ინდივიდუალური გასაუბრების დროს. უცხოელ ექსპერტთან ურთიერთობისას თარგმანი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ.

კურსი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის და თანადაფინანსებულია შვეიცარიის ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის მიერ.


ფორმა: ონლაინ ტრენინგები და  ინდივიდუალური კონსულტაციები
ხანგრძლივობა: 10 საათი
ღირებულება: 50 ლარი

მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

BPN Georgia-ს პროგრამის წარმატებული მონაწილეები

მომხსენებლები:

მეგი მაისურაძე - ტრენერი, ქოუჩი, BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი.

ნინო მამადაშვილი - ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი.

ანა აივაზიშვილი - ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“ - ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, „Sisters Wine“ - ის თანადამფუძნებელი.


რეგისტრაციის გავლა

Login