როგორ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე

 

მიზნები

სემინარი გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ პირებზე, მმართველ რგოლზე, კომპანიებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია განვითარება, პროფესიული ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. 

სემინარზე განსახილველი თემებია:

  • საერთაშორისო ვაჭრობის არსი, პროდუქტების/სერვისების იმპორტ-ექსპორტის პირობები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აქტუალური საექსპორტო ციფრები და ტენდენციები საქართველოში
  • საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციების დაგეგმარება, საკონტრაქტო და ლეგალური პროცესების საფუძვლები
  • ლოჯისტიკის და მიწოდების ჯაჭვის ძირითადი მოთხოვნები საექსპორტო ტრანზაქციებში

შინაარსი

პირველი შეხვედრა (3 საათი)

  • საერთაშორისო ვაჭრობის ისტორია და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების თეორიები
  • საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივი გარემო
  • იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი
  • ძირითადი სავაჭრო კონვენციები
  • WTO - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
  • საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიმოხილვა
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ანალიზი
  • საქართველოს პოტენციური საექსპორტო ბაზრების ანალიზი
  • ევროკავშირი
  • თურქეთი
  • რუსეთი
  • ჩინეთი

მეორე შეხვედრა (3 საათი)

  • საკონტრაქტო ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში
  • დავის გადაწყვეტა საერთაშორისო ბიზნესში
  • ინკოტერმსი
  • გადახდის პირობები საერთაშორისო ბიზნესში
  • აკრედიტივი   
  • რისკის განსაზღვრა საერთაშორისო ბიზნესში
  • საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტაცია
  • სასაქონლო კოდების ჰარმონიზებული სისტემა
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • ტვირთის დაზღვევა

მესამე შეხვედრა (3 საათი)

  • მიწოდების ჯაჭვის მართვა და ლოჯისტიკის ცნება
  • ტრანსპორტირების ფორმები: სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო, საჰაერო გადაზიდვები, ნავთობსადენი და ინტერნეტი.
  • არხების შერჩევა ექსპორტ/იმპორტისთვის
  • ექსპედიტორის ცნება
  • ტრანსპორტირების სტანდარტები: შეფუთვა, მარკირება
  • თანამედროვე ტექნოლოგიები ტრანსპორტში 
  • მარაგების ეფექტური მართვა
  • რევერსული ლოჯისტიკა
  • მიწოდების ჯაჭვის მართვის მესამე პირისთვის გადაცემა - აუთსორსინგი;
  • „3PL“- ის სერვისის მიმწოდებლები
  • ლოჯისტიკური სერვისის მომწოდებლების სპეციალიზაცია

რეფერენტი: მაკა დაუშვილი

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის გენერალური მენეჯერი, გამოცდილი სპეციალისტი და ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის და საერთაშორისო ლოჯისტიკის საკითხებში. მისი ხანგრძლივი პრაქტიკა მოიცავს  არაერთი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის - სასმელების, ღვინის, ხილის, თხილის, სათამაშოების, აქსესუარების, ტყავის ნაწარმის და სხვა ინდუსტრიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში მხარდაჭერას. მაკა დაუშვილი არის ასევე ლექტორი და ტრენერი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.


ფორმა: თეორიული ნაწილი, კითხვა პასუხის რეჟიმი. შეხვედრაზე განხილული იქნება ქართული და საერთაშორისო მაგალითები.
ხანგრძლივობა: 9 საათი
ღირებულება: 150 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

რეგისტრაციის გავლა

Login