თანამშრომლების პოზიტიურად მართვა რთულ პერიოდებში

მიზნები

თანამშრომლების მართვა კრიზისულ პერიოდებში განსაკუთრებით რთული ხდება, რადგან იკლებს სამუშაო მოტივაცია და იმატებს დაძაბული განწყობა. 

ასეთ დროს საჭიროა მართვის ისეთი ფორმის შემუშავება, რომელიც თანამშრომლებს ორიენტირებაში დაეხმარება და მხარდაჭერას გაუწევს, რათა უიმედობის და სასოწარკვეთის ნაცვლად მიზანმიმართულად განაგრძონ მუშაობა და განახორციელონ საკუთარი იდეები.

მართვის სპეციფიკური გამოწვევებისა და შემთხვევების შესწავლით თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ თქვენი მართვის სტილი და გაეცნოთ რთულ პერიოდებში პოზიტიური მართვის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს.

შინაარსი

  • რა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ თანამშრომლები და მმართველები კორონა ვირუსის დროს. შვეიცარიული საცხობის Reinhard - ის მაგალითი
  • როგორ იყენებთ კრიზისს, როგორც ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. სასტუმრო La Belle Vue - ის მაგალითი
  • ეფექტური მართვის საფუძვლები: რა არის მართვა? როგორ ხდებით კარგი მენეჯერი? როგორ მართავთ ფირმას და მოიპოვებთ თქვენი თანამშრომლების ნდობას რთულ პერიოდებში? როგორ რეაგირებს სხვადასხვა თანამშრომელი ცვლილებებზე (თანამშრომელთა ტიპები ცვლილებების მენეჯმენტის მიხედვით) და როგორ შეიძლება მათი ოპტიმალურად მართვა? წარმატებული კომუნიკაცია თანამშრომლებთან კრიზისულ პერიოდში. ადამიანის შესახებ სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბების მნიშვნელობა კადრების მართვის კონტექსტში
  • მართვის დირექტიული და კოოპერაციული სტილის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები General Electric - ისა და Google - ის მაგალითების მიხედვით. მართვის სწორი სტილის გამოყენება კრიზისის სხვადასხვა ფაზაში. მენეჯმენტის პრაქტიკა: ფირმა Victorinox - ის მაგალითი
  • მართვა დისტანციურად: მენეჯერების და თანამშრომლების გამოცდილების გაცვლა დისტანციური მუშაობის თაობაზე. დისტანციურად მუშაობის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. წესები მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის შედეგები ამ თემაზე. რომელ თანამდებობებზე/ სექტორებში შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დისტანციურად მუშაობა?   Amazon - ისა და Twitter - ის მაგალითები
  • პიროვნების სხვადასხვა ტიპების ეფექტური მართვა კრიზისულ პერიოდში. როგორ უმკლავდება ადამიანი კრიზისს, მხოლოდ ნებისყოფის საკითხი არ არის. ეს დიდწილად ჩვენს პიროვნებაზეა  დამოკიდებული. როგორ რეაგირებენ პიროვნების სხვადასხვა ტიპები არსებულ კრიზისზე და რა მხარდაჭერას ელიან მენეჯერებისგან.

ფორმა:  სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან, მოკლე Live გამოკითხვებს, მაგალითების ანალიზს, პიროვნების პროფილის შედგენას.

ხანგრძლივობა: 6 საათი

ღირებულება: 100 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები:  ბიზნესის მფლობელები, მენეჯერები და HR მენეჯერები ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებიდან

მომხსენებელი: დანიელ მათერი

ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.


რეგისტრაციის გავლა

Login