16/01/2023

კონკურსი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი)

4 ერთში.png

შვეიცარიული ფონდი BPN Georgia მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 

BPN Georgia არის შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 7 წელია წარმატებით ეხმარება ქართულ ბიზნესებს განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

ფონდს შემუშავებული აქვს ბიზნესის განვითარების სპეციალური 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს შვეიცარიული და დასავლური ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას მათზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციების, ტრეინინგებისა და სემინარების საშუალებით.

საგანმანათლებლო პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ, დეტალები იხილეთ დანართში.

სააპლიკაციო ფორმა და დანართი იხილეთ აქ.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 თებერვალი 18:00 საათი;
აპლიკაციის განხილვა და გასაუბრება პოტენციურ მონაწილესთან: 6 თებერვალი;
პროგრამის დაწყების თარიღი: 10 თებერვალი;

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bpngeorgia.ge/home/programme/BPN-programme

ან შეავსეთ ზემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bpngeorgia.ge.

 

« უკან
2072
Login