21/10/2021

კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

პროგრამს.png

განცხადების სახელწოდება: კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

განცხადების ტექსტი: შვეიცარიული ფონდი BPN Georgia აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

BPN Georgia არის შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ეხმარება ქართულ ბიზნესებს განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

BPN Georgia-ს შემუშავებული აქვს სპეციალური ბიზნესის განვითარების 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს შვეიცარიული და დასავლური ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას მათზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციების, ტრეინინგებისა და სემინარების საშუალებით.

პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ, დეტალები იხილეთ დანართში.

სააპლიკაციო ფორმა და დანართი

აპლიკაციის მიწოდების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი 18:00 საათი, 2021 წელი.

შევსებული სააპლიკაცია ფორმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@bpngeorgia.ge ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

« უკან
2388
Login