09/08/2021

შეხვედრა მეწარმეებთან - იზოლდა სურმანიძე, საოჯახო სასტუმრო "სხალთა"-ს მმართველი

1.png

BPN Georgia მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მეწარმეებთან შეხვედრას. 
BPN Georgia-ს გუნდი ამჯერად მაღალმთიან აჭარაში საოჯახო სასტუმრო "სხალთა"-ს მმართველს, ქ-ნ იზოლდა სურმანიძეს, ესტუმრა. 

ადგილზე გავეცანით არსებულ სიტუაციას, ბოლო ვიზიტის შემდგომ განხორციელებულ სამუშაოებს, დავათვალიერეთ კიდევ უფრო გამართული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტურმოს კუთვნილი ბაღი, რომელიც იქ მისულ სტუმარს ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.

ინდივიდუალური ქოუჩინგის ფარგლებში ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც პანდემიამ დააყენა ტურიზმი და კონკრეტულად საოჯახო სასტუმრო "სხალთა". ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ამ სიტუაციას ქ-ნი იზოლდა, რა შანსები აღმოაჩინა მან კრიზისულ პერიოდში და ამჟამად რა მოლოდინები აქვს ვიზიტორებთან დაკავშირებით.

განვიხილეთ მომხმარებლის შეცვლილი ქცევა, ის, თუ რა ახალი მოთხოვნილებები იკვეთება  ამის ფონზე და როგორ შეძლო საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ ამ რთულ დროში ადაპტაცია.

ვისაუბრეთ იმ სერვისებზე, რომელსაც ქ-ნი იზოლდა საკუთარ სტუმრებს სთავაზობს ღამისთევასა და კვებასთან ერთად. განვიხილეთ სად იკვეთება გაუმჯობესების პოტენციალი და რა მარკეტინგული აქტივობებია საჭირო იმისთვის, რომ  მდიდარი ისტორიული წარსულის, ულამაზეს სოფელში მდებარე საოჯახო სასტუმრო "სხალთა"  კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს თავისი ძალზედ სტუმართმოყვარე მასპინძლებით.

BPN Georgia წარმატებულ სეზონს, ბევრ საინტერესო და კმაყოფილ სტუმარს უსურვებს ქ-ნ იზოლდას!
 დროშები.png
ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!

« უკან
2250
Login