24/10/2023

გაცემა უფრო დიდი საჩუქარია, ვიდრე მიღება

mts-00540.jpg

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

«გაცემა უფრო დიდი საჩუქარია, ვიდრე მიღება» - ეს იდეა უამრავ ადამიანს აერთიანებს.  განსაკუთრებით ისეთ წარმატებულ ადამიანებს, რომელთაც მეტის გაცემა შეულიათ. ასეთი პიროვნებები აყალიბებენ სწორ ხედვებს, ისახავენ რელევანტურ მიზნებს, შრომობენ ბევრს, აღწევენ პოზიტიურ შედეგებს და უჩნდებათ მათი გაზიარების სურვილი, რადგან იციან, რომ წარმატებით ტკბობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა აზიარებ.  
BPN თითქმის 25 წელია ამ იდეის ირგვლივ აერთიანებს შვეიცარიის წამატებულ ბიზნესებს, რომელთაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვთ სხვების კეთილდღეობაში. 

mts-00645.jpg  mts-8907.jpg 
გაზიარების სიხარული უდევს სათავეში BPN - ის დაფუძნების ისტორიასაც. ბიზნესმენმა და ხელოვანმა იურგ ოპრეხტმა წარმატებული საინჟინრო კარიერის შემდეგ შვეიცარიის  ალპებში სოფელ ლენკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მმართველობა გადაიბარა და სიცოცხლის ბოლომდე (2021 წელი) ავითარებდა გასტრონომიის ბიზნესს. გამოცდილება ბევრი დაუგროვდა, წარმატების ისტორიებიც და მათი გაზიარების სურვილიც. ასე დაარსდა ფონდი BPN, რომლის მიზანი და მისია დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესების დახმარება გახდა. დახმარებაში კი იგულისხმებოდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, მეწარმეთა მოტივირება და მხარდაჭერა.
ოპრეხტების ოჯახი მარტო არ აღმოჩნდა საქველმოქმედო საქმიანობაში. უამრავი დახმარების სურვილით განწყობილი წარმატებული ბიზნესმენი შეუერთდა ამ წამოწყებას და უკვე თითქმის 25 წელია BPN - ს ყოველ წელს ახალი სპონსორები ემატებიან.  
ამ საერთო მიზნით შეიკრიბა 9-10 სექტემბერსაც ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ოპრეხტების ოჯახი, სპონსორები და უბრალოდ ფონდის საქმიანობით და სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესებული პირები. 

Screenshot 2023-10-24 141119.png  Screenshot 2023-10-24 141413.png
მნიშვნელოვან თემებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვა საქართველოს საკითხმა და ქართული ფილიალის წარმომადგენლობამ შვეიცარიაში, სასტუმრო ლენკერჰოფის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში არსებული სიტუაციის და ბიზნეს გარემოს განხილვის და ქართველ მეწარმეებთან პირდაპირ ეთერში ჩართვის შემდეგ სტუმრებმა და პოტენციურმა თუ არსებულმა სპონსორებმა პოზიტიური შთაბეჭდილება შეიქმნეს საქართველოზე და საქართველოში BPN Georgia - ს საქმიანობის სპეციფიკის და აუცილებლობის შესახებ. ბევრმა ახალმა სტუმარმა გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შვეიცარიის წარმატებული ბიზნესების დახმარების მზაობას ქართული ბიზნესების წარმატების საკითხში. 

Screenshot 2023-10-24 141003.png
საწარმოების განვითარება ქართულ ბიზნეს გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განვითარების პროცესში სწორი ხედვების ჩამოყალიბება, სწორი პრიორიტეტების გამოყოფა, სწორი მაგალითებით ხელმძღვანელობა და ბიზნესში დაგროვილი სწორი მიდგომების გათავისება კიდევ უფრო მეტ გარანტიებს შექმნის  ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, ამაში კი BPN - ის და ყველა ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანის როლი განსაკუთრებით დასაფასებელია.
 

« უკან
894
Login