18/12/2020

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე მარიამ ყაზარაშვილი

131976680_394178535203300_8539767716873707130_n.jpg

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

მარიამი მეუღლესთან და მის ბიზნეს პარტნიორთან ერთად მრავალი წელია წარმატებით უძღვება სარეკლამო კომპანიას «Flexmedia», რომელიც მათ 2012 წელს დააარსეს და საწყის ეტაპზე მაისურებზე ბეჭდვით იყვნენ დაკავებული. კოპმანიას პრიმიტიულ პირობებში უწევდა საქმიანობა მოძველებული საბჭოთა ტრაფარეტული საბეჭდი დანადგარებით. 

მას შემდეგ კომპანიაც და პროდუქტების ასორტიმენტიც გაიზარდა. თანამედროვე იაპონური და ჩინური საბეჭდი მანქანების დახმარებით «Flexmedia» ნებისმიერი ფორმატის, ხარისხის და დანიშნულების ბეჭდურ სამუშაოებს ასრულებს. შეთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალში შედის დიდი ფორმატის საგამოფენო პლაკატები, ბანერები, სარეკლამო აბრები, დროშები, სტიკერები, ნაჭრის ჩანთები, ბროშურები, ბლოკნოტები, სავიზიტო ბარათები, სხვადასხვა ზედაპირის გრავირებული მასალა, ინდივიდუალურად დაბეჭდილი საწერკალმები თუ ფინჯნები და ა. შ.

თანამედროვე საბეჭდი მანქანების წყალობით «Flexmedia» ყოველთვის აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს მუდმივად მაღალი ხარისხით და ფართო არჩევანით. წარმოების მაღალი მოცულობის და ეფექტურად მომუშავე პერსონალის თუ აღჭურვილობის შედეგად კი კომპანია კონკურენტული ფასების შეთავაზებას ახერხებს. 

«Flexmedia» უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურებას როგორც თბილისში და მის შემოგარენში, ისე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა რეგიონებში მეტად გააქტიურება მის სამომავლო გეგმებში პრიორიტეტულია. კომპანია ასევე ზრდის დანადგარების რაოდენობას, რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის წინაპირობას შექმნის.

კომპანია წარმატებით გაუმკლავდა კოვიდ 19 - ით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციასაც,  წარმოება მოარგო არსებულ ვითარებას და პანდემიის პერიოდში გაჩენილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე დამცავი ფარებისა და მაგიდის დამცავ ბარიერების წარმოება დაიწყო, რითაც მოახერხა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მოიცვა მომხმარებელთა ახალი სეგმენტი და ახალი ბაზარი.

მარიამი ბიზნესის მართვის გვერდით აქტიურად ესწრება სემინარებს BPN - ში და იღრმავებს ცოდნას სხვადასხვა ბიზნეს საკითხებში.  ის მეუღლესთან და საქმიან პარტნიორებთან ერთად სარგებლობს BPN - ის ქოუჩინგებით და შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას კომპანიის განვითარებას ახმარს. ბიზნეს ცოდნით აღჭურვილი კადრებით კომპანია უფრო თამამად შეძლებს მომავალში მომზადებული დახვდეს ბაზრის გამოწვევებს.

« უკან
1018
Login