03/12/2021

სოციალური მედია მარკეტინგი 2021-ში

2020 2021.png

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

      ბიზნესის სტრატეგი მაიკლ პორტერი ამბობს: „ინტერნეტი წარმოადგენს მძლავრ ისტრუმენტს, რომელიც შეიძლება გონივრულად ან არაგონივრულად გამოვიყენოთ პრაქტიკულად ნებისმიერ დარგში და ყველა სტრატეგიაში. იმისათვის, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა, მათ უნდა მოახდინონ ინტერნეტტექნოლოგიებისა და ელექტრონული მარკეტინგის დანერგვა თავიანთ სტრატეგიასა და ტაქტიკაში“. ინტერნეტტექნოლოგიების საჭიროება და მისი აქტიურად გამოყენების აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა კოვიდ პანდებიით გამოწვეულმა სიტუაციამ, რადგან გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ინტერნეტ გაყიდვებს უჭირავს. წინა წელთან შედარებით 2021-ში კიდევ უფრო მეტი აქტივობა შეინიშნებოდა სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე. ონლაინ სივრცეში გამოჩნდნენ ისეთი კომპანიებიც კი, რომლებიც აქამდე მკაფიოდ ამბობდნენ, რომ მათი ბიზნესისთვის არარეალური იყო ონლაინ გაყიდვები, რადგან მომხმარებელი აუცილებლად ადგილზე უნდა გასცნობოდა პროდუქციას. BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები, როგორც გასულ წელს, წელსაც აქტიურად სარგებლობდნენ ბიზნეს კონსულტაციებით/რჩევებით - სოციალური მედია მარკეტინგის კუთხით. მათთვის პრიორიტეტული თემები კი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
•    რომელი სოციალური ქსელი იყო მათი ბიზნესისთვის რელევანტური;
•    სჭირდებოდა თუ არა მათ ბიზნეს რებრენდინგი; 
•    როგორ დაეგეგმათ და განეხორციელებინათ მარკეტინგული კვლევები; 
•    ვინ წარმოადგენდა მათ პოტენციურ აუდიტორიას და როგორ დაემყარებინათ კომუნიკაცია მათთან; 
•    რომელი სარეკლამო ინსტრუმენტი იყო მათი ბიზნესისთვის ეფექტური, როგორც ტრადიციულ ასევე ციფრულ სამყაროში; 
•    როგორ დაკავშირებოდნენ Facebook და Google Support-ს.

 

წლიური მოხსენების სრულად წასაკითხად მონიშნეთ თანდართული ვიზუალი.

​​​​​​

« უკან
649
Login