29/05/2019

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე თამრიკო ჯიქია

GE 015.2018 Tamriko Jikia (7).JPG

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

           მას შემდეგ რაც ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სავალდებულო გახდა ფინსანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) წარმოება, თამრიკო ჯიქიამ ამაში საკუთარი შანსი დაინახა, შანსი იმის, რომ მის საოჯახო ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი ექნებოდა. ეს ცვლილება აუცილებლად გაზრდიდა მოთხოვნას კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებასა და კონსალტინგზე.

თამრიკო რამდენიმე წელი წარმატებით უძღვებოდა მცირე ბიზნესს, შპს. იბერმედიას, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს აიტი მომსახურებას სთავა-ზობდა.

საკანონმდებლო ცვლილება თამრიკო ჯიქიამ საკუთარ შანსად აღიქვა, დააფუძნა ახალი ფირმა და არც შემცდარა, 2017  წლიდან შპს აი თი ემ სი“ (ITMC), წარმატებით სთავაზობს მსხვილ კლიენტებს ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც თავისთავში ოთხ მომსახურებას მოიაზრებს და სწორედ ეს გამოარჩევს მას მისსავე კონკურენ-ტებისაგან.

თამრიკო ჯიქია პროფესიით ფიზიკოსია, ამავდროულად მან წლების მანძილზე დიდი ცოდნა-გამოცდილება დააგროვა როგორც აიტი ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, საფინანსო, საგადასახადო სფეროში. თამრიკოს თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს, რომელიც არაერთ მსხვილ კომპანიაში წამყვან პოზიციებზე მუშაობით შეიძინა.

შესაშურია თამრიკოს ენერგია და ენთუზიაზმი, დიდი შემართება იმ საქმისათვის, რომელსაც ის ერთგულად ემსახურება და ცდილობს თავისი ცოდნა - გამოცდილება სხვა კომპანიებს გაუზიაროს და არაერთ სერიოზულ პროექტში ჩადოს.

თამრიკოს პროდუქტი (4 in 1) ინოვაციურია, ის ოთხ სხვადასხვა სერვისს აერთიანებს: ფინანსურს, ტექნოლოგიურს, საკონსულტაციო და პროგრამულ მომსახურებას.

აღნიშნული კომბინაცია (IT+ Finance + Mini_Customized_Soft + Consulting & Trainings), ბაზარზე  უნიკალურია.

წარმატების საწინდარი ისაა, რომ აი თი ემ სი ორი ძალიან აქტუალური და დინამიური სფეროს ფინანსებისა და ტექნოლოგობის გადაკვეთაზე (საუბარია FinTech და Data Science ტექნოლოგიების მეთოდის პრაქტიკულ დანერგვაზე) მუშაობს.

თამრიკო მარტო არ არის თავის ინოვაციურ იდეასთან, მან გარშემო შემოიკრიბა მოტივირებული და კვალიფიციური გუნდი და ყველა ერთად ღრმად დარწმუნე-ბულია ამ ინოვაციური იდეის წარმატებაში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ იდეამ უკვე მისცა დაახლოებით 10 ადამიანს დასაქმების შანსი. წარმატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების რაოდენაობაც გაიზრდება და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს თამრიკოს.

იდეა რომ ინოვაციურია, ეს ერთის მხრივ დიდი წარმატების გარანტიაა, მეორეს მხრივ კი  დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მომხმარებელმა გაიცნოს და მიიღოს ახალი პროდუქტი, დაინახოს ამ პროდუქტის საჭიროება და დადებითი მხარეები.

სწორედ ეს არის მთავარი თამრიკოსთვისაც, მისი მიზანია, „აი თი ემ სი“- ყველა მომსახურება (IT მომსახურება, ფინანსური მომსახურება, პროგრამული მომსა-ხურება, კონსალტინგი) ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს, შეთანხმებულად განვითარდეს, ამ განვითარების მიმართულების საზომი კი მომხმარებელი და მისი მოთხოვნილებები და გამოწვევები იყოს!

თამრიკო ჯიქია დიდ გამოცდილებას ფლობს ყველა იმ სფეროში, რომელსაც მისი საოჯახო ბიზნესი მოიცავს, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობამ მას ის უნარებიც გამოუმუშავა, რაც ბიზნესის მართვისთვის არის აუცი-ლებელი, თუმცა ის მაინც მუდმივად ზრუნავს ამ უნარების გაუმჯობესებაზე, სწორედ ამიტომ გახდა თამრიკო BPN Georgia- გუნდის წევრი, წარმატებით გადის იმ საგანმანათლებლო კურსს, რომელსაც BPN Georgia ადგილობრივ მეწარმეებს სთავაზობს და BPN Georgia- ქოუჩინგებითაც სარგებლობს.

ჩვენ გვჯერა თამრიკოს წარმატების!

« უკან
501
Login