06/09/2022

საშეღავათო პირობები ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის

Alumni Networking.png

ნეთვორქინგი წარმატებული ბიზნესის N1 დაუწერელი კანონია. საჭირო კონტაქტების დამყარება არ არის მარტივი. ეს საქმე დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ თუ ამ ინვესტიციისთვის სწორ დროსა და ადგილს შევარჩევთ, წარმატების და  შესაძლებლობების კარიც გაიხსნება.
არ გეგონოთ, თქვენი ბიზნესისთვის საჭირო კავშირებს ძალისხმევის გარეშე დაამყარებთ, არც დრო უნდა დაიშუროთ ამისთვის და ფულადი ინვესტიციაც უნდა გაიღოთ.

მოგეხსენებათ, BPN Georgia-ს უმთავრეს მიზანს  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეებს ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი არაერთი მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა. BPN Georgia-ს ბენეფიციარ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა  ბიზნეს ასოციაცია, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი  პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ. ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მეწარმეებისთვის საჭირო კონტაქტების დამყარებაში დახმარება წარმოადგენს.

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის პირველივე ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მეწარმეებმა საკუთარი კომპანიის წარდგენასთან ერთად პროგრამის მონაწილეებს და ახლა უკვე ბიზნეს ასოციაციის წევრებს საკუთარ სერვისებსა თუ პროდუქციაზე გარკვეული შეღავათები შესთავაზეს:

  • გამომცემლობა წიგნი+ერი - 35% 
  • FAS Group - სრული ბუღალტრული მომსახურება - 30% 
  • Hermes Apartments - 30%
  • შპს სოციალური საწარმო  - 20% - 30% 
  • გაბილდი - 20% 
  • ლალისია - 20%
  • ცვარა - 20%
  • Go-Go - 20% + 10% კორპორატიულ შეკვეთებზე
  • ენების ინოვაციური აკადემია - 20%
  • საპნის ატელიე - 20%
  • კურაჟ როიალ ბიუთი - 20% 

BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე მეწარმეებს შეღავათიანი პირობები შესთავაზეს ასევე კომპანიებმა: Jolo.ge, Green Art Georgia, ChiriFruit Happy Green, Madam Wine, Violet Ways, Mochi, კოსმეტიკური კრემები ელასტია.

ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში !

დროშები.png
 

« უკან
699
Login