18/01/2022

მეგი მაისურაძე BPN Georgia-ს ოფისის ახალი დირექტორი

Megi.jpg

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მეგი მაისურაძე BPN Georgia-ს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაწინაურდა.
მეგი მაისურაძე BPN-ის გუნდს 2016 წლის ოქტომბერში შემოუერთდა, მისი თავდაპირველი მოვალეობა იყო ტრეინინგების ჩატარება და ქოუჩინგი. მეგი თავიდანვე დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ჩაერთო და დიდი წვლილი შეიტანა BPN-ის ოფისის საქართველოში დაფუძნებასა და განვითარებაში.
მეგის ღია მიდგომა საქმისადმი, გამორჩეული პროფესიული უნარები და ასევე წინსვლის მუდმივი სურვილი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მეგი საქართველოს გუნდის მტკიცე საყრდენია.
ვულოცავთ მეგის მთელი გულით ამ წინსვლას და დარწმუნებულები ვართ, რომ BPN Georgia-ს ოფისი მეგის ხელმძღვანელობით ყველანაირ გამოწვევას წარმატებით გადალახავს.

« უკან
816
Login