03/12/2021

კოლაბორაცია და ახალი პროექტები

2021.06 MoU signing with VTB Bank (13).JPG

გასულმა რთულმა წელიწადმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთპარტნიორობა სხვადასხვა ტიპის საერთა-შორისო, თუ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რათა ერთობლივად მხარი დავუჭიროთ ქართულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სირთულეების დაძლევაში. 

2021 წლის მარტის თვიდან ფონდი აქტიურად შეუდგა ახალი პარტნი-ორებისა და პროგრამის მონაწილეების მოძიებას. ამ მიზნით გავა-აქტიურეთ შეხვედრები და საქმიანი ურთიერთობები როგორც ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან და საერთა-შორისო ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან. 

BPN Georgia-მ და VTB ბანკმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამ-შრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც წელიწადში VTB ბან-კის მინიმუმ 5 ბიზნეს კლიენტი გახდება BPN Georgia-ს პროგრამის მონა-წილე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება გაიღრმავოს ბიზნეს განათლება და განავითაროს ბიზნესი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერ-ტებისა და ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის დახმარებით. 

2021 წლის სექტემბერში საფუძველი ჩაეყარა BPN Georgia-სა და ევროკავშირის პროექტ SPARK-ის თანამშრომლობას. ამ პრტნიორობის ფარგლებში SPARK-ის პროექტის მიერ შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან BPN Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარებზე. მათ ასევე საშუალება აქვთ მიიღონ ბიზნეს კონსულტაცია BPN Georgia-ს შვეი-ცარიელი ექსპერტის მიერ მათთვის სხვადასხვა საინტერესო თუ პრობლემატურ საკითხებზე. მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები 2021 წელსაც აქტიურად განაგრძობენ აქტუალურ ბიზნეს თემებზე ონლაინ სემინარების ჩატარებას, სადაც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (Deutsche Wirtschaftvereinigung) წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ და მიიღონ სასარგებლო კონსულტაციები. 

ფონდი აგრძელებს მოლაპარაკებას ფინანსურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მომავალშიც საინტერესო დისკუსიებსა და ღონისძიებებს შევთავაზებთ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. 
 

 

წლიური მოხსენების სრულად წასაკითხად მონიშნეთ თანდართული ვიზუალი.

 

« უკან
762
Login