14/12/2020

BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე ია ბუჩაიძე

Ia Buchaidze.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

თუშეთში თუ მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ Tusheti Bakery-, საცხობს და კაფეს, სადაც ია ბუჩაიძე გიმასპინძლებთ. ია პროფესიით გერმანისტია. 2015 წელს მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჯერ პურის საცხობი, შემდეგ კი ღია კაფე გახსნა და მას შემდეგ უამრავ ქართველ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. აქ მისულ სტუმარს საოცრად თბილი გარემო, კეთილგანწყობილი მასპინძელი და უძველესი ქართული ხორბლის ჯიშისგან გამომცხვარ პურთან ერთად უგემრიელესი ტრადიციული კერძებიც ხვდება.

Tusheti Bakery.jpg

ია დაუზარელად ცდილობს სტუმრებს გააცნოს თუშური კულტურა, ისტორია და ტრადიციები. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი კერძების დამზადებაში, თუშური ხელსაქმის მასტერკლასებში. ამ გზით ია ცდი-ლობს ფართო საზოგადოებისთვის გახადოს ცნობილი უძველესი თუშური ტრადიციები, თუშური გასტრონომია, თუშური ყოფაცხოვრება, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის მეცხვარეობა. ქალბატონი იას აზრით, სწორედ მეცხვარეობის უძველესი ტრადიციის შენარჩუნება/დაცვა ნიშნავს თუშეთის თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამიტომაც ცდილობს საკუთარ სივრცეში ხელი შეუწყოს ადგილობრივი პროდუქციის, განთქმული თუშური გუდის ყველის, სხვა რძის პროდუქტების, ბოსტნეულის პოპულარიზაცია-რეალიზაციას. ამ გზით იას სურს, სტიმული მისცეს ადგილობრივ მეცხვარეებს და სხვა მეურნეებს, გააგრძელონ თავიანთი საქმე.

Tusheti Bakery feedbacks.jpg

სამომავლოდ ქალბატონ იას დაგეგმილი აქვს ტრადიციულ თუშურ ნაგებობაში მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა, სადაც ზემოთ აღნიშნულ ყველა აქტივობასთან ერთად ფოლკლორულ-შემეცნებითი შეხვედრებიც მოეწყობა, რათა ერთის მხრივ ტურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიცნონ თუშური კულტურა, მეორეს მხრივ კი ადგილობრივებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღოსნისძიებებზე.

 

წლიური მოხსენების სრული ვერსია იხილეთ აქ.

წლიური მოხსენება 2020.png

« უკან
887
Login