03/12/2021

რატომ შეიქმნა სემინარი ,,ნეირომარკეტინგი და გაყიდვები“

ნეირო მარკეტინგი.png

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

თანამედროვე მცირე ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მკაცრი საბაზრო პირობების თუ მზარდი კონკურენციის გამო მმართველები უმეტესწილად კონცენტრირებული არიან ახალი კონკურენტული პროდუქტის შექმნაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე, სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაზე, ფინანსურ მხარეზე და ყურადღების მიღმა რჩებათ ისეთი საკითხები, როგორიცაა მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება, მათ შთაბეჭდილებებზე ზრუნვა, ბაზარზე პროდუქტის ხარისხობრივი და ფუნქციონალური ფაქტორების გარდა კიდევ სხვა თვალშისაცემი მახასიათებლებით გამორჩევა და პროდუქტის ირგვლივ ისეთი ისტორიის შექმნა, რომელიც აიყოლიებს და დააინტერესებს მომხმარებელს. 

მარკეტოლოგები თუ ბრენდის სპეციალისტები დიდი ხანია აღარ დაობენ გაყიდვებში ემოციური კომპონენტის უმნიშვნელოვანეს როლზე და ბრენდის შენების აუცილებლობაზე, რომელიც მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებას და კომპანიის მთავარი სათქმელის მომხმარებლამდე ემოციურად მიტანას გულისხმობს, რომელთანაც მომხმარებელი თავს გააიგივებს.

რაკი მცირე ბიზნესები ხშირად როგორც მატერიალური, ისე ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსების დეფიციტს განიცდიან, თვლიან, რომ ბრენდის და ბრენდინგის კომპონენტების ჩამოყალიბება მხოლოდ პროფესიონალების ჩარევით არის შესაძლებელი, რაც ძვირი ფუფუნებაა. ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა მათთვის, რომ კრეატიულობის ხარჯზე საკუთარი ინტელექტუალური თუ მოკრძალებული ფინანსური სახსრებითაც არის შესაძლებელი ეს ყოველივე და შევქმენი სემინარი, რომელიც აერთიანებს ნეირომარკეტინგის და გაყიდვების თემატიკას ბრენდინგის ელემენტებით. აქ მონაწილე ეცნობა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თუ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ბრენდის ფორმირებას, კომპანიის ცნობადობის ზრდას და ამით გაყიდვების სტიმულირებას, მომხმარებელში ემოციური გრძნობების აღძვრას და კომპანიის პოზიტიური იერსახის შექმნას. 

 

წლიური მოხსენების სრულად წასაკითხად მონიშნეთ თანდართული ვიზუალი.

 

« უკან
645
Login