25/04/2024

ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

«ცალ-ცალკე თითოეული ჩვენგანი ერთი წყლის წვეთს წარმოვადგენთ, ერთად კი - ოკეანეს»


იაპონელი მწერლის, რიუნოსკე სატოროს ამ სიტყვებს ყველაზე უკეთ შეუძლია გამოხატოს ერთობის და თანამშრომლობის ძალა.
ერთი იდეის ირგვლივ მობილიზებულ ადამიანთა გაერთიანებას უფრო სწრაფად მივყავართ ამ იდეის რეალიზებამდე, ვიდრე ერთეულების მონდომებულ მცდელობებს. 
ასეთი ერთობლივი მიზანი გახდა შვეიცარიაში ჩამოყალიბებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფონდის - BPN Georgia - ს და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი. 
ორივე კომპანია მთლიანობაში 400 - მდე წევრს აერთიანებს ერთი იდეის გარშემო: გაუმჯობესდეს ეკონომიკური ფონი საქართველოში, ქვეყანაში მოზიდულ იქნეს დამატებითი ინვესტიციები და ბიზნესები აღიჭურვოს მართვისთვის საჭირო უნარებით და ცოდნით. 
BPN Georgia საქართველოში 2016 წელს დაარსდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნეს ცნობიერების და განათლების ამაღლებაში. უკვე 8 წელია ფონდის მთავარი საქმიანობაა შვეიცარიიდან მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით ქართული ბიზნესების პოტენციალის გამოვლენა, საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების გაზიარება სემინარებსა თუ ინდივიდუალურ შეხვედრებზე და სასარგებლო კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა.

6.jpg 15.JPG 14.JPG
2007 წლიდან ქართული ბიზნესების გაძლიერებით და გერმანიასთან სასარგებლო ეკონომიკური კავშირების დამყარებითაა დაკავებული ასევე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებაც. 

დვფ 3.jpg დვწ 4.jpg დვფ 2.jpg
ამ ორი კომპანიის გზები 2021 წელს გადაიკვეთა და მრავალ ერთობლივ საგანმანათლებლო, შემეცნებით და საინფორმაციო ღონისძიებას დაუდო სათავე. ორივე კომპანია თავს უყრის ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ უამრავ ადამიანს, რომელთაც გამოცდილების, ცოდნის და ინფორმაციის გაზიარების გზით ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ. 


«არავინ არის ჩვენს შორის ისეთი ჭკვიანი ინდივიდუალურად, როგორიც ჩვენ ყველა ერთად» - კენ ბლანშარდი


სემინარებსა და ერთობლივ ნეთვორქინგ - შეხვედრებზე მონაწილეები ცვლიან იდეებს, აზიარებენ პრობლემების გადაჭრის გზებს, ეხმარებიან ერთმანეთს საჭირო რესურსების მოძიებაში ან ერთობლივად სწავლობენ მოწვეული ექსპერტებისგან სწორ მიდგომებს და ბიზნესის მართვის პრინციპებს. 

7.jpg 13.JPG 17.jpg


ამ ორი კომპანიის ურთიერთთანამშრომლობამ მრავალ ახალ ნაცნობობას დაუდო სათავე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სწორ პარტნიორებთან კოალიციების შექმნის ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა: ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა, დროის და რესურსების დაზოგვა, საყოველთაო სარგებელი და  სწრაფი გამოსავლის პოვნა კრიზისულ სიტუაციებში. ეს კი ყველას ინტერესებში შედის და ერთად მივყავართ მთავარ მიზნამდე - ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობამდე. ამიტომ ორივე კომპანია მიესალმება თითოეულ ახალ წვეთს, რომელიც გადაწყვეტს შეუერთდეს ოკეანეს. ​​​​​​​


«თუ გსურს წახვიდე სწრაფად, იარე მარტომ, თუ გსურს წახვიდე შორს, იარე სხვასთან ერთად» - აფრიკული ანდაზა

« უკან
150
Login