04/01/2024

მომავალი ჩვენს ხელშია!

IMG_8301.JPG

    ხათუნა არწივიძე პროფესიით ეკონომისტი, ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტი და ამერიკული საერთაშორისო სკოლა - პროგრესის დირექტორის მოადგილეა. მას ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბავშვებისადმი დიდი სიყვარული და მათი ინტერესების სიღრმისეულად ცოდნა გახდა ქალბატონი ხათუნასთვის მოტივი, შეექმნა საბავშვო ბანაკი, სადაც ბავშვები გამოავლენენ და განივითარებენ იმ უნარებს, რასაც სკოლაში ვერ იღებენ. KINDERLAB - ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები მომავალი მეწარმეები და ინოვატორები ხდებიან.

  • როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია, რამ მოგცათ მოტივაცია? 

სკოლაში მუშაობიდან გამომდინარე უამრავ ბავშვს ვხვდები, მათ მუდმივად ვაკვირდები და ვცდილობ დავადგინო რა სჭირდებათ განვითარებისთვის. დაკვირვებიდან გამომდინარე თავდაპირველად გადავწყვიტე საერთაშორისო ინოვაციური ლაბი დამეფუძნებინა, რომლის მიზანიც მომავალი თაობისთვის XXI საუკუნის უნარებით (მეცნიერების, მეწარმეობის, ტექნოლოგიების, კრეატივის აღჭურვა იქნებოდა.
სურვილი რეალობად ვაქციე, მაგრამ პანდემიის გამო მალევე სახლებში გამოვიკეტეთ. შემდეგ კი ჩემს დიდ მოტივატორად ჩემი შვილიშვილი იქცა. ონლაინ სწავლების გამო კომუნიკაციის უნარები იმდენად შეუმცირდა, რომ შეიცვალა და დაკარგა სწავლისადმი მოტივაცია. იგივე პრობლემა სხვა ბავშვებთანაც გამოიკვეთა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბანაკებში გავსულიყავით. ასე შევქმენი ის სივრცე, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება – სიმწვანე, ჯანსაღი გარემო, ახალი ურთიერთობები და ტექნოლოგიების სწორად გამოყენების მიმართულებები… უკვე მეოთხე წელია, ეს გრძელდება. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ვხვდები და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

d

  • გზა დასაწყისიდან დღემდე, მოლოდინები და რეალობა...

ბავშვებთან მუშაობა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ეს კარგად მქონდა გააზრებული. აუცილებელია მათი სურვილებისა თუ ინტერესების მუდმივად გათვალისწინება. თავდაპირველად მხოლოდ საზაფხულო ბანაკების ფორმატში ვფუნქციონირებდით. ბანაკის დასრულების შემდეგ ბავშვებს ისევ სურდათ ერთმანეთთან ურთიერთობის გაგრძელება, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვემატებინა შაბათ-კვირისა და ზამთრის ბანაკები, ვორქშოპები. სამწუხარო რეალობად რჩება ის ფაქტი, რომ ქართველი მშობლები ბანაკების მნიშვნელობის როლს არ იზიარებენ. ისინი შვილების მაღალ აკადემიურ შეფასებაზე ფიქრობენ, რისთვისაც არჩევანს რეპეტიტორებზე აკეთებენ. იმას ვერ ითვალისწინებენ, რომ ახლანდელი ბავშები ციფრული თაობის წარმომადგენლები არიან და მათთვის სწავლის მიმართ მოტივაციის ასამაღლებლად სხვა მიდგომებია საჭირო. შესაბამაისად ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობა გვიწევს.

  • რას სთავაზობთ მომხმარებელს? 

ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვმა განივითაროს დამოუკიდებლობის უნარი, შეიმეცნოს სხვადასხვა დარგის, პროფესიის შესახებ ინფორმაცია, რაც დაეხმარება საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და სამომავლო კარიერული ცხოვრების განსაზღვრაში.
ამისთვის ბავშვებს მრავალ აქტივობას ვთავაზობთ. მათ შორის: ინტერაქტიულ, შემეცნებით თამაშებს და აქტივობებს, კრეატივ არტს, ეკო ლაშქრობებს და ექსკურსიებს, გეოგრაფიულ მხიარულ თამაშებს, სტრატეგიულ ლოგიკურ სამაგიდო თამაშებს, გლობალურ მოქალაქეობას, მობილურ ფოტოგრაფიას, მეწარმეობას, Steam მეთოდოლოგიას და სხვა.
 ჩვენი მიდგომები ორიენტირებულია ბავშვის ფანტაზიის გააქტიურებაზე ექსპერიმენტული სწავლებით მხიარულ გარემოში. ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, აქტივობები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. 

  • რატომ თქვენი პროდუქტი/სერვისი? რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა? 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი რას ვერ იღებენ ბავშვები სკოლისგან და რა სჭირდებათ მათ განვითარებისთვის, მოტივაციისთვის. ბანაკის პროგრამა შემუშავებულია იმგვარად, რომ ხელს უწყობს 7-15 წლის მოზარდებში ინდივიდუალურობის აღმოჩენას. ჩვენთან შეძენილი უნარები ბავშვებს ეხმარება საკუთარი ჰობის აღმოჩენაში, უღვივებს სხვადასხვა საგნების მიმართ დიდ ინტერესს და აჩვენებს მათ საჭიროებას მომავალი პროფესიის არჩევისას. თანაც, ბავშვებთან ურთიერთობას სახლში დაბრუნების შემდგომაც ვაგრძელებთ შაბათ-კვირის ბანაკების სახით. ჩვენს ბანაკში მონაწილეობა ბავშვისთვის სასიამოვნო თავგადასავალია.

  • რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესში? რატომ კონკრეტულად ეს ბიზნესი, რა მოგწონთ ამ სფეროში?

ვიყო ბიზნესში ჩემთვის ნიშნავს წვლილი შევიტანო XXI საუკუნის გლობალურად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდაში, რომელიც ძლიერი საზოგადოების გარანტიაა. განათლების სისტემაში ვარ 15 წელზე მეტია, ჩემმა გამოცდილებამ და ცოდნამ განაპირობა ამ ბიზნესის არჩევა.

  • რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

ჩემი ენერგიის წყარო გახლავთ სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებთან ურთიერთობა, რაც ყოველთვის მაძლევს ცვლილებებისა და სიახლეებისკენ სწრაფვის მოტივაციას.

  • რას ურჩევდით ახალგაზრდა ,,მეს“?

იპოვე საყვარელი საქმიანობა, დაისახე მიზანი და თავდაუზოგავად იშრომე მისი შესრულებისთვის. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გამომივიდა და ვცდილობ მუდმივად განვვითარდე. 

  • პირველი რა გახსენდებათ BPN Georgia-ს გაგონებისას?

გქონდეს იდეა და წამოიწყო შენი ბიზნესი ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ განავითარებ მას, ეს კი BPN Georgia-მ შემაძლებინა. BPN Georgia ჩემი ბიზნესის მხარდამჭერი, მეგობარი და ქოუჩია, რომელმაც საკმაოდ გამზარდა ძალიან მოკლე პერიოდში.

  • მთავარი მესიჯი თქვენგან მეწარმეებს...

არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულზე….

« უკან
883
Login