20/04/2021

გუშინდელ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღის გეგმაა!

117875688_1424487331070241_1210787421003098520_n.jpg

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

     ის, რომ წარმატებული ხარ, ის რომ შენი საქმე კარგად მიდის, არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდე. თუ გსურს, რომ შენი საქმიანობა კიდევ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს, არ დასჯერდე იმას, რაც უკვე გაქვს და ყოველთვის იფიქრე ხვალინდელ დღეზე!

უკვე 6 წელია რაც ქალბატონი ია ბუჩაიძე თუშეთში უამრავ ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს იღებს და დიდი იმედი აქვს კიდევ უფრო მეტს უმასპინძლებს, როგორც კი არსებული სიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცემს. პროფესიით გერმანისტი, წარმატებით უძღვება Tusheti Bakery- - საცხობს და ღია კაფეს, სადაც მისულ სტუმარს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებასთან ერთად სხვადასხვა სახის მასტერკლასებშიც შეუძლია მონაწილეობის მიიღება. ყოველდღიურ მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად იმისათვის, რომ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, ამ პატარა კაფე-საცხობის მასპინძელი იმასაც ახერხებს, რომ მუდმივად საკუთარი საქმიანობის განვითარებაზე იფიქროს. ქალბატონი ია ზრუნავს იმაზე, რომ  ტექნიკურად ბოლომდე გამართოს, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, რაც მოგეხსენებათ, განასკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბევრი მის ადგილას დასჯერდებოდა იმას, რასაც მიაღწია, რამოდენიმე საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გამართულ საცხობში ბედნიერად იფუსფუსებდა და უგემრიელეს ქართულ დოლის პურსაც დაახვედრებდა იქ მისულ სტუმრებს, მაგრამ ქალბატონ იას დიდი გეგმები აქვს, მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა სურს ტრადიციულ თუშურ ნაგეგობაში, სადაც სტუმრებს ადგილობრივ კერძებთან ერთად თუშურ ადათ წესებს და მეცხვარულ კულტურასაც გააცნობს. მან კარგად იცის, ამ დიდი მიზნის განხორციელებას დაგეგმვა რომ სჭირდება და თითოეულ ნაბიჯს გათვლა. სწორედ ამიტომ შემოუერთდა ის BPN Georgia-ს ბიზნესის დაგეგმარების კურსზე და დიდი გულმოდგინებით იმუშავა კიდეც საკუთარი საქმიანობის განვითარების გეგმაზე, თითოეული დეტალი გაიზრა, კიდევ ერთხელ შეაფასა საკუთარი ბიზნესის მდგომარეობა, სისუსტეებიც აღმოაჩინა და ძლიერი მხარეებიც დაინახა, სტრატეგიული ნაბიჯებიც გაწერა დროში მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარტივი სულაც არ იყო, ფინანსების დაგეგმვასაც შეეჭიდა და პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის მიუხედავად, მაინც მოახერხა გათვლების გაკეთება.

 117848201_1424487717736869_6007329085101913157_n.jpg

შედეგს არ დაუყოვნებია, კიდევ ერთი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა ქალბატონი ია და ახალი საჭირო დანადგარები შეჰმატა თავის საცხობს. კიდევ მრავალი წარმატებული ნაბიჯის საწინდარი იქნება ბიზნესის განვითარების კარგად დამუშავებული და გააზრებული გეგმა და არა მარტო იასთვის მაღალმთიანი ომალოდან. კარგად გათვლილ, დაგეგმილ, გააზრებულ ქმედებას ყოველთვის მოაქვს შესაბამისი შედეგი!

"მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ დღეს"- მაჰათმა განდი.

          გსურთ, თქვენ თავად განსაზღვროთ თქვენი და თქვენი საქმიანობის მომავალი? ფიქრობთ, რომ განვითარება დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული და ამისთვის  თქვენი ბიზნესის განვითარების გეგმაზე მუშაობაა საჭირო?

შემოგვიერთდით,  BPN Georgia- ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტები მზად არიან კვალიფიციური დახმარება გაგწიონ ამ პროცესში.

Unbenannt.PNG

 

« უკან
3235
Login