18/05/2022

შეხვედრა მეწარმეებთან - ზაზა ბოღლოციშვილი, Atelier de Savon/საპნის ატელიე-ს დამფუძნებელი

Atelier de savon

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში Atelier de Savon/საპნის ატელიე-ს დამფუძნებელი ბ-ნი ზაზა ბოღლოციშვილი BPN Georgia-ს ოფისში გვესტუმრა. BPN Georgia აგრძელებს ქართველ მეწარმეებთან შეხვედრას.

საოჯახო საწარმო „საპნის ატელიე“ უკვე რამოდენიმე წელია მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე, „ცივი მეთოდით“ დამზადებულ ხელნაკეთ საპნებს სთავაზობს, დიდ შრომას, ემოციას და სიყვარულს დებს საპნის თითოეულ ნაჭერში და მომხმარებლისგანაც შესაბამის ემოციას იღებს უკან. ბატონი ზაზა საპნის დამზადებისთვის საჭირო ინვენტარსაც სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მასთან უკვე საპნის დამზადების კურსიც შეგიძლიათ გაიაროთ, სადაც თეორიასაც ეზიარებით და პრაქტიკაშიც ნახავთ ამ პროდუქტის დამზადების ყველა ეტაპს.
ზაზა უკვე დიდი ხანია BPN Georgia-ს სემინარების ერთგული მსმენელია, რამდენიმე თვის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამასაც შემოუერთდა  და აქტიურად იყენებს ყველა ჩვენს შეთავაზებას.

ამჯერადაც კონკრეტული საკითხების განხილვას დაეთმო ქოუჩინგისთვის გამოყოფილი დრო. საუბრისას შევეხეთ უახლოეს გეგმებს, ვიმსჯელეთ იმაზე, მათგან რომელი იყო უფრო რელევანტური საწარმოს განვითარებისთვის, რა წარმოადგენს Atelier de Savon/საპნის ატელიე-სთვის ამ ეტაპზე უმთავრეს მიზანს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამის მისაღწევად. შევეხეთ მრავალფეროვან შეთავაზებებს და შევეცადეთ ყველაზე მთავარი პროდუქტები გამოგვეყო, ვისაუბრეთ გამოწვევებზეც და იმ გზებზე, რომელთა დახმარებითაც ამ გამოწვევების გადალახვაა შესაძლებელი. 
BPN Georgia წარმატებას უსურვებს საპნის ატელიეს და ბ-ნ ზაზას საყვარელ საქმიანობაში!

ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!
 

« უკან
869
Login