01/07/2022

შეხვედრა მეწარმეებთან - ანა ღაღაშვილი, კოსმეტიკური კრემები "ელასტია"-ს დამფუძნებელი

Elastia

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

BPN Georgia ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ამჯერად ბუნებრივი კოსმეტიკის მწარმოებელ კომპანია „ელასტიას“ესტუმრა. 

„ელასტია“დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და უკვე არაერთი მომხმარებლის გული დაიპყრო. ანა ღაღაშვილი საკუთარ მომხმარებელს ნატურალური ნედლეულით  და დიდი სიყვარულით დამზადებული საცხების და სხვა სახის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და ინდივიდუალური რეცეპტებით დამზადებული პროდუქტებითაც ანებივრებს მათ.

ანა ელასტიას დამფუძნებელი და ტექნოლოგია, BPN Georgia-ს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას დაახლოებით 1 წლის წინ შემოუერთდა და მას შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, სარგებლობს ინდივიდუალური კონსულტაცია-ქოუჩინგებით, სადაც ფირმისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ მასთან ერთად. 

   _MG_1016.JPG _MG_1042.jpg

ამჯერადაც „ელასტიას“ სტრატეგიულ განვითარებას ეხებოდა საუბარი, იმას თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი და რა მიმართულებით სურს ანას საკუთარი საქმიანობის განვითარება. ვისაუბრეთ იმაზე, იგეგმება თუ არა ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება, მოხმარებლის ახალი სეგმენტის ათვისება, რა მარკეტინგული აქტივობების განხორციელება იგეგმება საამისოდ. 

ქოუჩინგის ფარგლებში ფინანსურ მაჩვენებლებსაც შევეხეთ და ანამ ისიც მოგვიყვა, მომხმარებლის რა ახალი საჭიროებები გამოიკვეთა და როგორ აპირებს მათ დაკმაყოფილებას.

BPN Georgia წარმატებას უსურვებს „ელასტიას“ და მის დამფუძნებელს ანა ღაღაშვილს!
ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!

« უკან
597
Login