07/10/2021

შეხვედრა მეწარმეებთან - ბაგრატ ელიაური, Courage Beauty Café-ს დამფუძნებელი

courage royal beauty

BPN Georgia მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს ქართველ მეწარმეებთან შეხვედრას.

ორგანიზაციის შვეიცარიელი წარმომადგენელი, ბ-ნი დანიელ მათერი, ბაგრატ ელიაურს საკუთარი სილამაზის სალონში - Courage Beauty Café, ესტუმრა. ბ-ნი დანიელ მათერი ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს(ფრჩხილის მოვლა, ლაზერული ეპილაცია, შუგარინგი, წამწამების დაგრძელება, პერმანენტული მაკიაჟი), რომელსაც Courage Beauty Café საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს.

Courage Beauty Café - მ, რომელიც პირველი ნეილ(ფრჩხილის) სტუდიაა საქართველოში,  2013 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმკაცრესი სტერილიზაციის სტანდარტები დანერგა და დღემდე ხარისხი მისთვის უმნიშვნელოვანესია. Courage Beauty Café არის ერთადერთი სახელმწიფო ფრჩხილის მიმართულების სასწავლო პროგრამის ავტორი და გარდა იმ სერვისებისა, რომელსაც ადგილზე მისული მომხმარებელი იღებს, დაინტერესებულ პირებს პროფესიულ მომზადების კურსსაც სთავაზობს.

ინდივიდუალური ქოუჩინგის ფორმატში განხილულ იქნა პანდემიით გამოწვეული კრიზის ზეგავლენა ამ კონკრეტულ საქმიანობაზე, ის, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას Beauty Café -ს სეგმენტზე, როგორ შეიცვალა ის და რა ასახვა ჰპოვა ამან ბიზნესის შემოსავლებზე.

Beauty Café -ს დამფუძნებელ-მმართველმა, ბაგრატ ელიაურმა BPN Georgia-სთან საუბარში განმარტა, თუ რატომ ჩათვალა საჭიროდ ახალი სერვისების, მაგ. ლაზერული ეპილაციის დამატება. მოგვიყვა, რატომ გადაწყვიტა ახალ სერვისებთან ერთად სრულიად ახალი კონცეფცია შეეტანა საკუთარი სილამაზის სალონში. ამ კონცეფციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია მაღალი სტანდარტის ესთეტიკური სერვისების მიღებასთან ერთად, იგივე სივრცეში ახლა უკვე ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული სასმელებიც დააგემოვნოს, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები შეიძინოს და მეგობრებთან ერთად საინტერესო სამაგიდო თამაშებით გაერთოს.

საუბარი შეეხო კონკურენტულ საბაზრო გარემოსაც და იმ უპირატესობებს, რაც Courage Beauty Café -ს გააჩნია. Courage Beauty Café -ს დამფუძნებელმა BPN Georgia-ს ექსპერტთან ერთად განიხილა იმ ახალი ლოკაციების ძლიერი მხარეები, სადაც Courage-ი მომხმარებელს უახლესი, მაღალი სტანდარტის ლაზერული აპარატებით  ამ ახალ სერვისს შესთავაზებს. 

ქოუჩინგის პროცესში ყურადღება გამახვილდა ასევე იმ მარკეტინგულ სტრატეგიებზე, რომელზე დაყრდნობითაც Courage Beauty Café ბაზარზე პოზიციონირებას აპირებს.

BPN Georgia წარმატებას უსურვებს Courage Beauty Café-ს და მის მმართველს!
 დროშები.png
ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!

« უკან
1526
Login