07/06/2022

როგორ ახერხებს Green Art Georgia მომხმარებელს საკუთარი პატარა სამოთხე შეუქმნას

Eliso Kharchilava.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

თითოეულ ლანდშაფტს თავისი განსაკუთრებული სული აქვს  - ამბობდა ქრისტიან მორგენშტერნი და მას ლანდშაფტის დიზაინერი, კომპანია Green Art Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი, ელისო ხარჩილავაც ეთანხმება.
ლანდშაფტური დიზაინის კომპანია - Green Art Georgia უკვე 4 წელია  ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და არაერთი გამწვანების, ლანდშაფტური დაგეგმარების  პროექტის ავტორია. კომპანიის პორტფოლიოში შეგიძლიათ იხილოთ როგორც საჯარო სივრცეების, ასევე სხვადასხვა დეველოპერების, სამშენებლო კომპანიების და კერძო კარ-მიდამოების, სკვერების, სასტუმროებისა თუ რესტორნების გამწვანება-დაგეგმარების პროექტები. თითოეული მათგანი არის ინდივიდუალური, ლანდშაფტის თავისებურებებსა და უშუალოდ დამკვეთის წარმოდგენებსა და სურვილებზე მორგებული, რაც პროექტის ექსკლუზიურობას განაპირობებს.

Green Art Georgia სრულ მომსახურეობას სთავაზობს მომხმარებელს: 
•    ლანდშაფტური პროექტი
•    დაგეგმარება
•    დენდროლოგია
•    ვიზუალიზაცია, 3D რენდერები
•    წყლის სისტემის დამონტაჟება
•    მოლი: მოტანა-დაგება
•    საპროექტო მცენარეების შერჩევა, ჩარგვა-პირველადი მოვლა
•    კვალიფიციური მებაღეთა მომსახურეობა

 

ერთი შეხედვით მარტივი საქმე ბევრ სირთულეს მოიზრებს საკუთარ თავში და დიდ ცოდნა-გამოცდილებას, შემოქმედებითობას და ფანტაზიის უსაზღვრო უნარს მოითხოვს, რომ შექმნილმა დიზაინმა ადამიანში (დამკვეთში) გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები, დააკმაყოფილოს მისი ინდივიდუალიზმი და მოთხოვნილებები, თავი აგრძნობინოს მას კომფორტულად. 
ელისო ხარჩილავა, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული აკავშირებს თავის საქმიანობასთან, დღემდე სრული ენთუზიაზმით თავადვე ბოლომდეა საქმეში ჩართული და მისი მიზანია, რომ ყოველი შესრულებული პროექტი აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ და ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს, ამავდროულად ცდილობს თავისი ხელწერით ინდივიდუალური და უკვდავი სულიც შესძინოს თითოეულ ადგილს, რომელსაც ის ეხება, რაც ძალიან კარგად გამოსდის მისი მრავალწლიანი გამოცდილების და უნარების წყალობით. 

«ლანდშაფტის დიზაინი ნიშნავს - დააკავშირო სხეული, სული და გონება მიწასთან»- ამბობს ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი კეტრინ გუსტაფსონი. იგივე მოსაზრებას გვიზიარებს ელისოც და იმასაც ამბობს, რომ მისთვის ლანდშაფტის დიზაინზე მუშაობა ნიშნავს დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი სამოთხის შექმნაში.
ელისოს იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ მისი ოცნება იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა წლების მანძილზე დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ის სიყვარული, რომელიც მას თავის საქმესთან აკავშირებს, რათა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო თუნდაც საკუთარი ბაღის, ეზოს თუ აივნის- ვერანდის გამწვანება, გალამაზება, მისთვის სულის შთაბერვა. ოცნება დღეს უკვე რეალობაა და დაინტერესებულ მომხმარებელს  Green Art Georgia-ში უკვე ლანდშაფტის დიზაინის შემსწავლელი მოკლევადიანი კურსის გავლაც შეუძლია. სპეციალურად შემუშავდა საავტორო კურსები და აქაც მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და მაღალი ხარისხი ელისოსთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც თავად ლანდშაფტურ პროექტებზე მუშაობისას. 

წინ ბევრი საინტერესო პროექტია, ბევრი მასშტაბური გეგმა, BPN Georgia მოხარულია, რომ  Green Art Georgia და ელისო შემოურთდნენ ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ პროგრამას და ჩვენც შეგვეძლება თანაზიარი გავხდეთ იმ ნაბიჯების, რომლებსაც კომპანია თავისი წარმატების გზაზე გადადგავს. 

BPN Georgia წარმატებას უსურვებს ელისოს და Green Art Georgia-ს!

« უკან
861
Login