03/10/2021

Madamewine - ს საექსპორტო პოტენციალი

madamwine 2.jpg

ქართული ღვინო ყოველთვის ცნობისმოყვარეობას აღძრავდა თავისი უნიკალური თვისებებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და ბოლო წლებიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე. თუმცა ეს მზარდი ინტერესი არ აძლევს ქართველ მეღვინეებს მოდუნების უფლებას. აუცილებელია საყურადღებო კონკურენტული უპირატესობის პოვნა, რითაც მომხმარებელი ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე იხელმძღვანელებს ღვინის შერჩევისას. ამ კონკურენტულ უპირატესობას მიაგნო კომპანიამ Madamwine. ეს არის ღვინო შექმნილი ქალებისთვის ქალების ხელით. ღვინის დაყენება ყოველთვის მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება, მაგრამ ქალბატონმა მანანამ, რომელიც Madamwine - ს ხელმძღვანელობს და მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელიცაა, ასოციაციის სხვა წევრ ქალბატონებთან ერთად ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. მისი ღვინოები გემოვნურ თვისებებთან ერთად გამოირჩევიან საინტერესო სახელებით და ამბებით, რომელსაც ეს სახელები გვიყვებიან. (" Lovely Woman - სამაისო", "Coquette - სახალისო" ," Housewife - სადიასახლისო "," Rose - სავარდო " "დალოცვილი კახური“).

madamwine 5.jpg

თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი და ძალა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, ასეთი ღვინის შექმნა მარკეტინგულად გამართლებული ნაბიჯია. ეს არ გამოეპარათ უცხოელ ინვესტორებს და Madamwine - ს ღვინოების დეგუსტაცია განიზრახეს. ამ შეხევდრაში თანაორგანიზატორის როლში მონაწილება მიიღო ასევე BPN Georgia - მ და სიამოვნებით დაუთმო საკუთარი სივრცე Madamwine - ის და სხვა მეღვინე ქალთა პროდუქტების პრეზენტაციას, მათი ცნობადობის გაზრდას და ხელი შეუწყო მათ კომუნიკაციას უცხოელ პოტენციურ ინვესტორებთან. ქალბატონი მანანა BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეა, ხშირად სარგებლობს ორგანიზაციის კონსულტაციით და აქვს საკუთარი ბიზნესის განვითარების და ექსპორტზე გატანის ნათელი ხედვა . BPN Georgia გულშემატკივრობს ქალბატონების ღვინოების საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და წარმატებას უსურვებს მათ. 

madamwine 3.jpg

 

« უკან
587
Login