25/01/2024

და თქვენ გსმენიათ ყველიან ტრუფელებზე?!

300987863_106532728846339_7193825787319038274_n.jpg

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

შოკოლადი უამრავი ადამიანის საყვარელი დესერტია. ალბათ თქვენც ბევრისგან გსმენიათ, რომ შოკოლადი განწყობას უკეთესობისკენ ცვლის და ეს ფაქტი მეცნიერულადაც დადასტურებულია.

სამყაროში, სადაც ბაზარი უამრავი სახეობის შოკოლადის ასორტიმენტით საკმაოდ გაჯერებულია, რთულია არჩევანი ჯანსაღ პროდუქციაზე შევაჩეროთ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველასთვის საყვარელ მაგიურ დესერტს თავად, ქიმიური დანამატების გარეშე ქმნიან  და შოკოლადისთვის დამახასიათებელ სასარგებლო თვისებებსაც ინარჩუნებენ.

2023.12 event (394).JPGქალბატონი მაია რატიანი ერთ-ერთი იმ მცირე  მეწარმეთაგანია, რომლისთვისაც ხელნაკეთი შოკოლადების წარმოება საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში მან თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენა, არაერთ ვორქშოპსა თუ მასტერკლასს დაესწრო შოკოლადების წარმოებასთან დაკავშირებით და ოცნება რეალობად აქცია. დღეს ის უკვე ,,ჩოკომია“-ს სახელით საკუთარი ხელით დამზადებული უგემრიელესი ტრუფელებისა და შოკოლადების ნაირსახეობას გვთავაზობს.

ქალბატონ მაიას  საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტის შექმნა უნდოდა. როგორც ,,ჩოკომია“-ს დამფუძნებელი ამბობს - ,,როცა ვეძებთ, ყოველთვის ვპოულობთ“ და  მან ყველიან ტრუფელებს მიაგნო, რომელიც ყველისა და შოკოლადის მოყვარულებს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. ,,განუმეორებელი გემო და დაუვიწყარი შეგრძნებები, ეს არის ის რაც ყველიანი შოკოლადის ტრიუფელების დაგემოვნების შემდეგ ჩნდება“ - აღნიშნავს თავად ქალბატონი მაია.

გარდა ყველიანი შოკოლადის ტრუფელებისა  ,,ჩოკომია“  სხვადასხვა ტრუფელების, ბატონების, ბომბონების, მედიანტებისა თუ შოკოლადის მრავალფეროვან ნაწარმს სთავაზობს მომხმარებელს.

იმაზე კარგი არაფერია, როცა საყვარელ საქმეს ბიზნესად აქცევ და მთელი შემართებით ცდილობ მომხმარებელთა მოთხოვნილებების მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას.
3.jpg

თუმცა მხოლოდ შემართება საკმარისი არაა, იმისთვის, რომ ბიზნესმა წარმატებულად იფუნქციონიროს ამ მიმართულებითაც განვითარებაა საჭირო. ამ მიზნით ქალბატონი მაია  BPN Georgia-ს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  პროგრამას შემოუერთდა, აქტიურად ესწრება სემინარებსა და სხვა ღონისძიებებს ბიზნესის სწორად მართვის საკითხთან დაკავშირებით,  სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში იღებს ინდივიდუალურ ქოუჩინგს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან და მიღებულ ცოდნასა თუ რჩევა-რეკომენდაციებს აქტიურად იყენებს საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში.

BPN Georgia.png

,,კონდიტერია ყოველთვის ჩემი მოწოდება იყო, ჩემს ოჯახში ყველა სადღესასწაულო სუფრა სახლში მომზადებული სხვადასხვა ტკბილეულით იყო სავსე“ - ამბობს მაია რატიანი და დღეს უკვე მისი ნაწარმის გამოყენება  არამხოლოდ საკუთარი სუფრის გასალამაზებლადაა შესაძლებელი, არამედ საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ის. 

თუ რაიმე განსაკუთრებული გსურთ, ქალბატონი მაია მზადაა სპეციალურად თქვენზე მორგებული ინდივიდუალური შეკვეთის დასამზადებლადაც.

,,ჩოchocomiaკომია“-ს დამფუძნებელს სამომავლოდაც მრავალი გეგმა აქვს. მას ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად საკუთარი კაფე-ბუტიკის გახსნა სურს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ადგილზე დააგემოვნოთ შოკოლადები, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასში და  შეიძინოთ სასურველი პროდუქცია.

ჰობის ბიზნესად ქცევა საუკეთესო საშუალებაა თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად და მომხმარებელთა გულების მოსაგებად.

აკეთეთ, ის საქმე, რაც გიყვართ!

ბიზნესის სწორი მიდგომებით და კიდევ უფრო მეტი წარმატებით სამართავად კი თქვენც გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ BPN Georgia-ს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამის მონაწილე. 
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 87 93 41. 🇬🇪🇨🇭

« უკან
756
Login