10/04/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - გოჩა ბუქვაიძე

GE 067.2022 Gocha Buqvaidze (22).JPG

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე? გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე? 

მე ვარ გოჩა ბუქვაიძე. ჩემი საქმიანობა ტურიზმია. წარმოშობით თუში ვარ და კარგად ვიცნობ ჩემი კუთხის ისტორიას, ადათ-წესებს, ტრადიციებს. თუშეთში, სოფ. შენაქოში, მაქვს საოჯახო სასტუმრო, სადაც დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს მთელი  მსოფლიოდან. 2011 წლიდან ასევე ვაკეთებ თუშეთის ტურებს და ჩემს ულამაზეს კუთხეს ვაცნობ უამრავ ადამიანს. მე ვარ გოჩა ბუქვაიძე. ჩემი საქმიანობა ტურიზმია. წარმოშობით თუში ვარ და კარგად ვიცნობ ჩემი კუთხის ისტორიას, ადათ-წესებს, ტრადიციებს. თუშეთში, სოფ. შენაქოში, მაქვს საოჯახო სასტუმრო, სადაც დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს მთელი  მსოფლიოდან. 2011 წლიდან ასევე  ვაკეთებ თუშეთის ტურებს და ჩემს ულამაზეს კუთხეს ვაცნობ უამრავ ადამიანს.

რატომ ეს ბიზნესი? რატომ ეს ბიზნესი? 

ტურიზმის სფერო საშუალებას მაძლევს   ჩემი კუთხე, თავისი მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით, სიღრმისეულად გავაცნო ადამიანებს. ბავშვობაში ჩემი პირველი წაკითხული წიგნები (ზღაპრებს, თუ არ ჩავთვლით) სწორედ საქართველოს ისტორიაზე იყო. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როდესაც ტურისტს ვაცნობ ჩემი კუთხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. ასევე, მიყვარს ბუნება და ჩემი საქმიანობა სწორედ, რომ მასთან არის შერწყმული. ჩემი ბიზნესი საშუალებას მაძლევს წლის არასეზონურ პერიოდში დავისვენო, დავგეგმო მომავალი სეზონი, შევისწავლო მარკეტინგთან დაკავშირებული სიახლეები და ახალი ძალით, ენერგიითა და იდეებით დავხდე ახალ სეზონსა და ჩვენს სტუმრებს.ტურიზმის სფერო საშუალებას მაძლევს   ჩემი კუთხე, თავისი მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით, სიღრმისეულად გავაცნო ადამიანებს. ბავშვობაში ჩემი პირველი წაკითხული წიგნები (ზღაპრებს, თუ არ ჩავთვლით) სწორედ საქართველოს ისტორიაზე იყო. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როდესაც ტურისტს ვაცნობ ჩემი კუთხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. ასევე, მიყვარს ბუნება და ჩემი საქმიანობა სწორედ, რომ მასთან არის შერწყმული. ჩემი ბიზნესი საშუალებას მაძლევს წლის არასეზონურ პერიოდში დავისვენო, დავგეგმო მომავალი სეზონი, შევისწავლო მარკეტინგთან დაკავშირებული სიახლეები და ახალი ძალით, ენერგიითა და იდეებით დავხდე ახალ სეზონსა და ჩვენს სტუმრებს.

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

დღევანდელ სტრესულ ცხოვრებაში დასვენების საჭიროებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მოგზაურობა განტვირთვის, ცვლილებების, შემეცნების, ახალი ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ტურები თუშეთში-სთან ერთად მოგზაურობა ამ ყველაფერის საუკეთესო კომბინაციაა.დღევანდელ სტრესულ ცხოვრებაში დასვენების საჭიროებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მოგზაურობა განტვირთვის, ცვლილებების, შემეცნების, ახალი ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ტურები თუშეთში-სთან ერთად მოგზაურობა ამ ყველაფერის საუკეთესო კომბინაციაა.

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა ძირითადად ჯგუფურ ტურებს მოიცავს, ჩემი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს, როგორც ინდივიდს, მოვემსახურო. ტური არის შემეცნებითი და ვცდილობ სტუმარს მაქსიმალურად გავუმართლო  მოლოდინები და შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილო მისი სურვილები. მოგზაურობა ქმნის პოზიტიურ მოგონებებს, ემოციებს, რისი უზრუნველყოფაც ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეს მაძლევს მოტივაციას ჩემი გონებრივი და ფიზიკური რესურსი სრულად ჩავდო ჩემს ბიზნესში.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

ჩემი საქმიანობის დასაწყისში თუშეთი შიდა ტურიზმის თვალსაზრისით ნაკლებად ცნობილი კუთხე იყო. ძალიან ცოტა ადამიანი იყო ნამყოფი ამ მხარეში და ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცოდა, ტერიტორიულად საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობდა ეს ულამაზესი კუთხე. ეს ერთის მხრივ  გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა აქვე დავინახე პოტენციალი და ჩავიფიქრე, რომ ცნობადი გამეხადა ჩემი კუთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამავდროულად, უნდა ითქვას, უცხოელი ტურისტებისთვის თუშეთი, უკვე საკმაოდ ცნობილი იყო. კონკურენციაც შეიძლება ერთი შეხედვით გამოწვევად იქნას აღქმული, თუმცა პირდაპირი და ირიბი კონკურენტების ანალიზი, მათი სუსტი მხარეების შესწავლა დამეხმარა მომსახურეობის გაუმჯობესებაში. 

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

კმაყოფილი მომხმარებელი არის ჩემი ენერგიის წყარო, მშვიდი ბიზნეს გარემო. ასევე ის ფაქტი, რომ ბიზნესი სრულად ჩემია და ერთმნიშვნელოვნად ჩემზეა დამოკიდებული მისი წარმატება. ეს მაძლევს სტიმულს და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, რათა ჩემი საქმიანობა გავხადო უფრო და უფრო უკეთესი, მრავალფეროვანი და კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შევთავაზო ჩემს სტუმრებს.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia?  

BPN Georgia ეს არის გულისხმიერი, საქმეზე ორიენტირებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გუნდი და ოჯახი. აქ მუდმივად სასიამოვნო გარემოა სწავლისთვის და ახალი ადამიანების გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად. ინფორმაციების გაცვლა გამოცდილ, თუ დამწყებ ბიზნესმენებთან, ბადებს ახალ იდეებს. იდეები ხომ მოტივაციის მთავარი წყაროა...

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?

BPN Georgia, როგორც ადამიანი, არის მშვიდი, გონიერი, ინტელექტუალი პიროვნება  რეალური პრაქტიკული ცოდნით, იდეებით, ხედვით, მრავალფეროვნებით... 

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს?

იყვნენ ადამიანურები, ბუნებრივები, გულწრფელები. პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარ ბიზნესს ისე, როგორც ოჯახის წევრს. გამოიჩინონ მეტი ყურადღება, გულისხმიერება. მომხმარებელს არ უყურონ, როგორც ფულის ერთეულს და ყოველთვის წარმოიდგინონ თავი მის ადგილას.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

ჩემს ბიზნესში სრული დემოკრატია სუფევს. მომხმარებელს ზუსტად იმ სერვისს ვაწვდი, რასაც ვპირდები, რასაც რეკლამაში ვთავაზობ. ეს იწვევს ნდობას, რომელიც ორივე მხარისთვის სასიამოვნოა. ვითვალისწინებ მომხმარებლისგან მიღებულ როგორც რჩევებს, ასევე შენიშვნებს და პრაქტიკაშიც ვნერგავ მათ. 

წარსული, აწმყო თუ მომავალი?  

ჩემი იდეაფიქსი არის მომავალზე ორიენტირებულობა. წარსულის გამოცდილება, შეცდომები, თუ წარმატებები მეხმარება მომავლის უკეთესად დაგეგმვაში, რათა ის ვაქციო უკეთეს აწმყოდ.

« უკან
91
Login