09/08/2021

შეხვედრა მეწარმეებთან - ვიოლეტა აროშიძე, Violet Ways დამფუძნებელი

Violetways

BPN Georgia მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად!
ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში BPN Georgia ამჯერად ტურისტული კომპანია - Violet Ways დამფუძნებელს,  ვიოლეტა აროშიძეს შეხვდა. 

კომპანია უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ეწევა ტურისტულ საქმიანობას. Violet Ways უცხოელ და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს, როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ სხვადასხვა სახის (შემეცნებითი, ექსტრემალური, გასართობი, კულინარიული და ღვინის და ა.შ.)  ტურებს სთავაზობს. 

ინდივიდუალური ქოუჩინგის ფარგლებში განვიხილეთ ის პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომლებიც ამ პერიოდში გამოიკვეთა კომპანიისთვის. ვისაუბრეთ მათ ურთიერთკავშირსა და იმ რესურსებზე, რომელთა გამოყენებითაც ამ პერსპექტივების რეალურ სერვისებად გადაქცევა შეუძლია  Violet Ways-ს, რათა მაქსიმალურად მოხდეს დროის ამ მონაკვეთში არსებული შანსების ათვისება და მათი კომპანიის სასიკეთოდ გამოყენება.

საუბარი შეეხო სამომხმარებლო ბაზარსაც, იმ ახალ სეგმენტს, რომელიც პანდემიით გამოწვეულმა სხვადასხვა ფაქტორებმა გამოკვეთა. ვისაუბრეთ ამ სეგმენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე და იმაზე, შესაძლებელია, თუ არა კომპანიისთვის მათი დაკმაყოფილება. ვიმსჯელეთ იმაზე, რა პლატფორმების საშუალებით, რა მარკეტინგული აქტივობებით შეუძლია Violet Ways-ს ამ ახალი, თუ აქამდე არსებული სეგმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ძველ და უკვე ახალ სერვისებზეც, რომელსაც კომპანია სთავაზობს/აპირებს, რომ შესთავაზოს.

შვეიცარიელ ექსპერტთან ერთად განხილულ იქნა კომპანიის გრძელვადიანი ხედვა, სამომავლო გეგმები, რომელიც კომპლექსური ტურისტული პაკეტის შექმნას მოიაზრებს. თუმცა, არსებულმა კრიზისმა და პანდემიით გამოწვეულმა სხვა ფაქტორებმა ამ გეგმების ადაპტაციაც დააყენა დღის წესრიგში.

BPN Georgia წარმატებებს უსურვებს Violet Ways!
დროშები.png
ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!

 

« უკან
2270
Login