ბიზნესის დაგეგმვა საოჯახო სასტუმროებისთვის

მიზნები

თუ ხართ საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ან საცხოვრებელი ფართის გაქირავებით ცდილობთ ტურისტული ბიზნესის განვითარებას, მაგრამ გიძნელდებათ იდეების და სამომავლო გეგმების ფორმულირება, მაშინ ჩვენთან სწორად მოხვდით.

კონკრეტული მაგალითების საფუძველზე თქვენ ისწავლით, როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს გეგმა, რასუნდა ითვალისწინებდეს იგი და როგორ უნდა გააანალიზოთ თქვენი ბიზნესის საკვანძო პროცესები და ფინანსები.

შინაარსი

  • რისთვის მჭირდება ბიზნეს გეგმა? კონკრეტული სარგებელი
  • როგორ ვწერ რეზიუმეს, რომელიც ბიზნეს იდეას და მის დამაჯერებლობას გამოკვეთს
  • რეკლამა ისეთ ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა  booking.com ან Airbnb
  • როგორ უნდა ვიპოვო ის ნიშნები, რომლებიც ჩემს ბიზნესს, პროდუქტს თუ მომსახურებას ბაზარზე განუმეორებელს ხდის (Unique Selling Proposition)
  • SWOT ანალიზის საშუალებით ძლიერი და სუსტი მხარეების, საფრთხეების და შესაძლებლობების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა
  • ბაზრის გონივრული ანალიზი და საკუთარი ნიშის ძიება. სწორ სეგმენტზე გასვლა და მიზანმიმართული რეკლამა (Facebook Ads Manager - ის გამოყენება)
  • კონკურენტების ანალიზი: კონკურენტებზე ინფორმაციის სისტემატური შეგროვება და შედარება
  • ხარისხის მენეჯმენტი: ხარისხის განსაზღვრა და სხვადასხვა ღონისძიებები ხარისხის უზრუნველსაყოფად
  • რისკების მართვის მატრიცა: შესაძლო რისკების სისტემატური ანალიზი  და გატარებული ღონისძიებების დოკუმენტირება
  • ფინანსური დაგეგმვა: მოგება-ზარალის აღრიცხვის მარტივი ფორმის მეშვეობით შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი

 

ვორქშოფი ინტერაქტიულია და მოიცავს არაერთ ჯგუფურ სამუშაოს. მონაწილეებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის საშუალება ეძლევათ. 

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესშიც გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები სპეციალისტისგან.


ფორმა: თეორიული ნაწილი და პრაქტიკის გაზიარება
ხანგრძლივობა: 6 საათი
ღირებულება: 50 GEL
მონაწილეები: დასწრება სასურველია სასტუმროს მფლობელებისთვის

მომხსენებლები: მეგი მაისურაძე

ტრენერი, ქოუჩი, BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი.


რეგისტრაციის გავლა

Login