14/12/2022

პოზიტიური კომუნიკაციის სემინარი

positive Kommunikation.png

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

ადამიანებს შორის პრობლემების უმრავლესობის სათავე ან მცდარი კომუნიკაციაა, ან კომუნიკაციის მცდარი ინტერპრეტაცია. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ფიზიკური თუ მენტალური უნარები და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში. წარმატებული მოლაპარაკებების, შეხვედრების, გასაუბრებების თუ სიტყვით გამოსვლების მიღმა სწორედ რომ გააზრებული, დაბალანსებული, დიპლომატიური და რაც მთავარია, პოზიტიური კომუნიკაცია იმალება. პოზიტიური კომუნიკაციის მიზანია მსმენელი განაწყოს მოსმენილი ინფორმაციისადმი დადებითად, გაუჩინოს ნდობა და მიმღებლობა, დატოვოს მსმენელის ქვეცნობიერში პოზიტიური მუხტი და შეინარჩუნოს მისი კეთილგანწყობა. პოზიტიური კომუნიკაცია სწავლადია. არსებობს სპეციალური მეთოდები, რომელთა გამოყენებით ვეუფლებით პოზიტიური საუბრის ხელოვნებას. ამ მეთოდების და მაგალითების გაცნობას დაეთმო სემინარი ,,პოზიტიური კომუნიკაცია“ რომელსაც უძღვებოდა შვეიცარიული კომპანია BMQ Partners AG - ის კომუნიკაციების გენერალური ოფიცერი კლაუდია გაბლერი. სემინარმა პარტნიორი ორგანიზაციების და BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეთა დასწრებით სრული ანშლაგით ჩაიარა, რამაც კიდევ უფრო ცხადყო სწორი კომუნიკაციის როლი და ამ მიმართულებით ინფორმაციის დეფიციტი ქართულ რეალობაში. ვიაზროვნოთ პოზიტიურად, ვისაუბროთ პოზიტიურად და პოზიტიური შედეგებიც არ დააყოვნებს!

« უკან
484
Login