29/05/2019

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე ირაკლი ახალაძე

1 irakli.JPG

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

         ინდუსტრია და ტრანსპორტი ერთი მხრივ თუ ყოფას უადვილებს თანამედროვე ადმიანს, მეორე მხრივ მის საცხოვრებელ გარემოს და შესაბამისად მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გამონაბოლქვი და სმოგი დიდი ქალაქების მუდმივ პრობლემად იქცა ჩვენს საუკუნეში. მსოფლიოს წამყვან ქალაქებსაც კი უჭირთ ამ ეკოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება და გასაკვირი არაა, რომ თბილისიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ხშირად ხვდება ჰაერით დაბინძურებული ქალაქების სიაში.

მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება. საქართველოში კი - წლიურად საშუალოდ 3'740 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით თბილისში ჰაერის დაბინძურება თითქმის 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.

სწორედ ეს სტატისტიკა აშფოთებს უამრავ ოჯახს, რომელიც ცდილობს შვილებს ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეუქმნას.

წლების წინ თუ თბილისის პრესტიჟულ ცენტრალურ უბნებში ცხოვრება ყველას მისწრაფება იყო, ბოლო წლებია უამრავი ოჯახი უპირატესობას ქალაქგარეთ, გამწვანებულ გარემოში დასახლებას ანიჭებს. ეს ტენდენცია სწორად შეაფასა ირაკლიმ, როცა რუსეთში შეძენილი  მრავალწლიანი სამშენებლო გამოცდილება და ბიზნესი 2018 წლის გაზაფხულზე თბილისში გადმოიტანა და კომპანია ,,ჰაბმშენი დააარსა. თბილისში გაჩაღებული სამშენებლო ბუმის გათვალისწინებით ირაკლის მართალია ბევრი კონკურენტი დახვდა, მაგრამ მათი ძირითადი პრიორიტეტი თბილისის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში თავისუფალი ტერიტორიების ათვისებაა, ირაკლიმ კი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ შემოგარენში მყუდრო, ხელმისაწვდომი საკუთარი სახლების მშენებლობა შესთავაზა მომხმარებელს. ჰაბმშენის მცირე, კოხტა საკუთარი სახლი პატარა მოწესრიგებული ბაღით თბილისის შემოგარენში სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომ ფასად ფუფუნების საგანი აღარაა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც და ამიტომ პირველმა დამკვეთებმაც არ დააყოვნეს.

მომხმარებელი ენდობა ირაკლის ხედვებს და გამოცდილებას. მას რუსეთში სხვადასხვა ოლქში 100 - ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 3 სააგარაკე დასახლება აქვს აშენებული. გარდა ამისა ირაკლის კომპანიაში მასალების ხარისხთან ერთად უპირატესობა სამშენებლო პროცესების გამჭვირვალობასაც ენიჭება. ყოველი ნაბიჯი მომხმარებელთან შეთანხმებით იდგმება მათი მოთხოვნების გათვალისწინებით. ჰაბმშენის თანამშრომლები მშენებლობის ყოველ საფეხურზე კომპეტენტურ კონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს. მშენებლობის გვერდით ისინი სთავაზობენ ეზოს მოპირკეთებით სამუშაოებს და სახლის შემდგომი ექსპლუატაციისას წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა საჭიროების შემთხვევაში ხელოსნის მომსახურება და სხვა. სამშენებლო კომპანია ჰაბმშენი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს .. სმარტ ჰაუს სისტემების დანერგვას, სადაც მზის ენერგიის და თბოიზოლირების ხარჯზე მაქსიმალურადაა დაზოგილი კომუნალური ხარჯები.

ირაკლის მიზანია უახლოეს მომავალში თანამშრომლების გაზრდა 16 - მდე და წელიწადში 18 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაც საკმაოდ რეალისტური სურათია არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. ირაკლის არ ეშინია კონკურენციის. სჯერა საკუთარი ძალების, გამოცდილების და მოსახლეობის ჯანსაღი შეხედულების, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ქალაქის მტვერისგან, ხმაურისგან და გამონაბოლქვისგან შორს.

« უკან
870
Login