07/11/2019

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე მზია რაზმაძე

MA Seminar 2019 (78).JPG

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

         მზია რაზმაძე, პროფესიით ფიზიკოსი, 2009 წლიდან გამომცემლობის ბიზნესშია ჩართული. წიგნის სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება მან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობისას მიიღო. ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში განათლების გაღრმავების და გერმანიაში გავლილი ტრენინგების შემდეგ მან საკუთარი კომპანიის ,,წიგნიერის,, დაარსება გადაწყვიტა და უკვე ათი წელია წარმატებით უძღვება ბიზნესს და უმკლავდება ამ სფეროს გამოწვევებს.

მზია ბიზნესმენ ქალბატონთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც იცის განათლების ფასი. უამრავ სფეროში დაგროვილი მაღალკვალიფიციური გამოცდილების მიუხედავად ეძებს ცოდნის გაღრმავების და ბიზნესის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებების გაცნობის ახალ შესაძლებლობებს. ის მუდმივად ცდილობს იყოს ინოვაციური და ფეხი აუბას თანამედროვე მოთხოვნილებებს. სწორედ ამ მოტივაციით აღმოაჩინა მან BPN - 2016 წლის 19 ნოემბერს, როცა პირველად დაესწრო შეთავაზებულ სემინარს ,,ბიზნეს გეგმის შედგენა,, და მას შემდეგ ბპნ - ის ერთგული სტუმარი გახდა.

,,წიგნიერის,, მთავარი მიმართულებაა სამეცნიერო ლიტერატურა, ენციკლოპედიები, საბავშვო ფსიქოლოგია ან სხვადასხვა ტიპის პოპულარული ლიტერატურა. კომპანია ამ ეტაპზე წარმოდგენილია 8 თანამშრომლით. მას შემდეგ რაც წიგნიერი BPN- დაუკავშირდა, ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა კომპანიაში. გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, სადისტრიბუციო სეგმენტი და ასორტიმენტი, დაემატა ახალი სერვისები. კომპანია ამ ეტაპზე არა მხოლოდ წიგნებით, ბლანკებით, ჟურნალებით და სხვა ბეჭდური მასალებითაც ამარაგებს მომხმარებელს. დაინტერესება ამ მიმართულებითაც იზრდება კომპანიის მიმართ. წიგნიერმა მონაწილეობა მიიღო 2019 წელს ფრანკფურტში წიგნების გამოფენაზე და ძალიან კარგი რეზონანსი ჰქონდა. წიგნიერი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნას და ინვესტორების მოძიებას, რომლებიც დააფინანსებენ მთარგმნელობით საქმიანობას. კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში განათლების გაღრმავებასა და სწორი ფასეულობების დამკვიდრებაში.

« უკან
673
Login