26/11/2020

ჩირიფრუტმა საკუთარი პრინცი იპოვა...

Chirifruit Prince.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძ

სანამ გემრიელი ჩირიფრუტი თავის პრინცს იპოვიდა, მანამდე შვეიცარიულმა პრემიუმ ყავის მწარმოებელმა «Black & Blaze»–მა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს - პრინც ვილიამს დაადგა თვალი და საკუთარი ხმაც მიაწვდინა.

როგორ?

როგორ და კენსინგტონის სასახლეში ერთი პაკეტი(დაახლ. 25$ ღირებულების) საკუთარი წარმოების პრემიუმ ყავა გაუგზავნა დაღლილ ტახტის მემკვიდრეს, იფიქრა სამი შვილის მამას უძილო ღამეების გადატანას გავუადვილებო...

ინგლისის სამეფო სახლიდან მადლობის წერილმა არ დააყოვნა. ქვეყნის მასშტაბით დიდი ყურადღება დაიმისახურა ამ ფაქტმა. ახმაურდა სოციალური მედია, ნამდვილი ვირუსული რეკლამა აგორდა «Black & Blaze»–ის სასარგებლოდ და საქვეყნო აღიარება მოუტანა ამ ერთმა გონივრულმა ნაბიჯმა პატარა ფირმას დიდი კონცერნებით გარშემორტყმულ კონკურენტულ გარემოში.

იხილეთ მეტი: www.bpngeorgia.ge/home/about-us/publications/black_n_blaze

BPN Georgia-ს ვებ გვერდზე მათაც წაიკითხეს სტატია, რომელიც ამ ამბავზე გვიყვება.

წაიკითხეს, გაიაზრეს, დაფიქრდნენ და მიადგნენ ნიკოლოზ წულუკიძეს - ქართველ ნიჭიერ, საყვარელ, პოზიტიურ პრინცს, ცნობილ წამყვანსა და თეატრთმცოდნეს. ნიკოლოზმა გიორგობის დღესასწაულზე გემრიელი ნუგბარი მიიღო საჩუქრად ეთერში ჩირიფრუტისგან.

ამბავი აგორებულია, პოსტი დადებული პრინც ნიკოლოზის ფეისბუქ გვერდზე, ბევრი მოწონება, ბევრი კომენტარი, არც გაზიარება აკლია პოსტს. თუ გნებავთ, თქვენც ნახეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ და თან ჩირიფრუტის გემრიელობების დაგემოვნებაც არ დაგავიწყდეთ!

იკითხე, მოისმინე, ისწავლე და რაც მთავარია, მიბაძე ჩირიფრუტს - დანერგე მოსმენილ-წაკითხული პრაქტიკაში!

თუ თქვენც გსურთ შვეიცარიულ ფონდთან - ბიზნეს პროფესიონალთა კავშირი (BPN) თანამშრომლობა, დაგვიკავშირდით: 599 879341 ან  www.facebook.com/bpngeorgia/ ან info@bpngeorgia.ge -ზე

« უკან
1322
Login