19/02/2020

შთაბეჭდილების მარკეტინგი «Camille Bloch» - ის ვიზიტორთა ცენტრში

ragusa.jpg

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

           Camille Bloch - ის წარმატება დიდწილად მისმა ინოვაციურმა მარკეტინგმა განაპირობა. «CHEZ Camille Bloch» - ის თავგადასავლების სამყაროს გახსნა ამის საუკეთესო მაგალითია. ფირმის მფლობელის, დანიელ ბლოხის აზრით, უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს აქვს სურვილი, იცოდეს იმ პროდუქტის წარმომავლობა, რომელსაც მიირთმევს. ამიტომაც იყო, რომ Camille Bloch - მომხმარებელს საკუთარ ქარხანაში ექსკურსიებსაც სთავაზობდა. კვების მრეწველობის სფეროში გამკაცრებული ჰიგიენური ნორმების გამო ეს დღეს უკვე შეუძლებელია. ამიტომ 2017 წელს 2000 2 ფართობზე გაიხსნა ვიზიტორთა ცენტრი. სტუმრებს დათვალიერებისას ინტერაქტიული გზით შეუძლიათ გაეცნონ Camille Bloch - ის შოკოლადების ისტორიას. ცენტრში განთავსებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ გადაადგილდება ფირმის დამფუძნებელი ველოსიპედით  . ბერნის ქუჩებში, რათა ხმა მიაწვდინოს პირველ მომხმარებელს. მასპინძლები ვიზიტორთა ცენტრში მოწყობილ პატარა კინოთეატრში საუკეთესო რეკლამების კოლაჟით ახერხებენ მომხმარებლებში ბავშვობის მოგონებების აღძვრას. საჩვენებელ დაფებზე თუ ანიმაციებით ხდება იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინგრდიენტების მაღალი ხარისხი და წარმომავლობა. თუ ვიზიტორს საკუთარი ხელით სურს შოკოლადის შექმნა, Maître Chocolatier - ექსპერტის ხელმძღვანელობით ესეც შესაძლებელია. ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი, რა თქმა უნდა არის დეგუსტაცია, რომლის დროსაც დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ კითხვები დაუსვან კომპეტენტურ პირებს და პარალელურად დააგემოვნონ კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი. შეთავაზებას აგვირგვინებს ქარხანასთან არსებული მაღაზია და ბისტრო. Camille Bloch- დაახლოებით 100'000 დამთვალიერებელს მასპინძლობს წელიწადში.

რა მოაქვს თავგადასავლების სამყაროს საწარმოსთვის?

  1. პირველ რიგში, ვიზიტორთა ცენტრთან არსებული მაღაზია გაყიდვის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი არხია. ამ მაღაზიაში Camille Bloch - მთლიანად აკონტროლებს კონსულტაციის შინაარსა და პრეზენტაციის ხარისხს. ამას გარდა, ქარხანასთან არსებული მაღაზიის მარჟა სხვა გარე სადისტრიბუციო პარტნიორთან არ იყოფა.
  2. Camille Bloch - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მომხმარებლის სურვილებსა და პრობლემებზე, რომლებიც მის პროდუქტებს უკავშირდება. ვიზიტორთა ცენტრში, შეიძლება ითქვას, შესაძლებელია მარკეტინგული კვლევის ჩატარება.
  3. და ბოლოს, ვიზიტორთა ცენტრი მხოლოდ ინფორმირების და გაყიდვის არხი არ არის, ის სიამოვნების წყაროცაა. სტუმარმა ბრენდი და პროდუქტი რაც შეიძლება მეტი გრძნობით უნდა გაიცნოს და დააკავშიროს პოზიტიურ ემოციასთან. სფეროს სპეცალისტები ირწმუნებიან, რომ მარკეტინგის ეს ფორმა განსაკუთრებით მდგრადი და ეფექტურია, რადგან ამაზე უკეთ არცერთი სხვა საშუალებით არ არის შესაძლებელი (პოტენციურ) მომხმარებელზე გავლენის მოხდენა.
« უკან
627
Login