04/08/2024

მუსიკის სახლი: მეგობრობით, ცვლილებებით და მუსიკის ჰანგებით წარმატებისკენ

musik house 3.png

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

2006 წელს ოთხი მეგობრის გამოცდილებით, ენთუზიაზმით და მუსიკის დიდი სიყვარულით დაწყებული ბიზნესი - მუსიკის სახლი. გარემო, სადაც ულამაზეს ჰანგებში გიწევს დაუვიწყარი მოგზაურობა ყოველ დღე. 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუსიკის ქვეყანაა და ძნელად ნახავთ ქართველს, რომელიც არ მღერის, ან არ უკრავს, მუსიკის ინდუსტრია მაინც არ არის სათანადოდ განვითარებული და ამ დარგის პოპულარიზაცია მეტწილად მოყვარულების ხარჯზე ხდება. 
ნინო დევაძის - მუსიკის სახლის აღმასრულეებლი დირექტორის და მისი პარტნიორების ხედვა ამ მიდგომის ცვლილება და სხვადასხვა პროფესიონალური ინსტრუმენტების დახმარებით ქვეყანაში მუსიკალური გემოვნების დახვეწა, მუსიკალური კულტურის ამაღლება და მუსიკის სხვადასხვა ჟანრების პოპულარიზაცია გახდა, რაშიც ნინოს კომპანიას  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით მუსიკის სახლმა ბევრ პროფესიონალ მუსიკოსს, მოყვარულს, დამწყებს, მოსწავლეს, პედაგოგს, მუსიკალურ და საკონცერტო დარბაზებს და სცენებს მისცა ხარისხიანი მუსიკის წარმოების შესაძლებლობა. 

devadze.JPG
მუსიკის სახლის წარმატების ფორმულა სამი კომპონენტისგან შედგება:
1.    ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება
მუსიკის სახლი პირველივე დღიდან პროფესიონალური, მაღალხარისხიანი  ინსტრუმენტების იმპორტით არის დაკავებული. მუსიკის ინდუსტრიაში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტები, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიური მარკები და ინსტრუმენტები ზრდის მუსიკის სახლის სანდოობას და პოპულარობას. 

music house 2.jpg mh5.png


2.    სწორი მენეჯმენტი
მუსიკის სახლის დამფუძნებლებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება არ წარმოადგენს კომპანიის წარმატების გარანტიას. მუდმივი განვითარება, შიდა მენეჯერული პროცესების მოქნილობა და ცვალებად გარემოზე და ტენდენციებზე მორგება კომპანიას შეცდომებისგან აზღვევს და კონკურენტებთან მიმართებაში უკეთეს პოზიციაში აყენებს. 

mh6.png დევაძე 2.JPG


3.    კვალიფიციური თანამშრომლები
ნებისმიერი კომპანიის წარმატება მისი მომხმარებლების კმაყოფილებას ეფუძნება. მომხმარებელთა კმაყოფილება კი კომპანიის თანამშრომლების პროფესიონალიზმზე და ჯანსაღ კორპორატიულ კულტურაზე დგას. ამ მიმართულებითაც უწყობს ნინო გუნდს ხელს პარტნიორებთან ერთად და როგორც მათი პროფესიული გადამზადების, ისე გუნდურობის და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით მრავალ ღონისძიებას ატარებს. 

დევაძე 4.JPG დევაძე 3.JPG
ამ მიმართულებითაც აიკვეთა ნინოს და BPN Georgia - ს გზები და შედგა პირველი ერთობლივი სემინარი ,,7 ნაბიჯი უფრო ეფექტური მუშაობისთვის“ გადსადაც გუნდი გაეცნო ეფექტური მუშაობის მეთოდებს და სამუშაო პროცესების სწორად მართვის პრინციპებს. 
ბევრ კომპანიას არ აქვს გაცნობიერებული გუნდის გადამზადების აუცილებლობა და თვლის, რომ თანამშრომლის პირადი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა პროფესიული ცოდნის და ცნობიერების ამაღლება, რაც არასწორი მიდგომაა. ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი კადრების განვითარებით, რადგან პროფესიონალი, კომპანიისადმი ლოიალურად და კეთილად განწყობილი კადრი კომპანიის საქმიანობის წარმატების ნახევარია. ნინო სიამოვნებით უთმობს დროს გუნდთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლებას. 

დევაძე 1.JPG

,,კომპანიის არსებობის თითქმის 20 წლიან პერიოდში მუდმივად იყო განვითარების და წინსვლის სურვილი, თუმცა ეს ხდებოდა არაორგანიზებულად და კონკრეტული გრძელვადიანი მიზნების დასახვის გარეშე. კომპანია გაიზარდა, გადალახა „გარდატეხის ასაკიც“ და სულ სხვა მოთხოვნები გაჩნდა. პირადად ჩემი, როგორც ხელმძღვანელის ეტაპობრივმა განვითარებამ მომცა სტიმული, ჩემი კოლეგებიც გადმომეყვანა მუდმივი და მიზანმიმართული განვითარების ტალღაზე.
მუსიკის სახლის სწრაფვა სრულყოფილებისკენ ბევრ რამეს პოზიტიურად ცვლის და ამაში მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტები და ბრენდები არ იგულისხმება. განვითარების მაღალ საფეხურზე გადასასვლელად საჭირო იყო ჩვენი თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, რაშიც ჩვენი პარტნიორი ბპნ ჯორჯია დაგვეხმარა.  დავგეგმეთ 4 დღიანი ერთობლივი სემინარი, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოიტანა მრავალი მიმართულებით:
-    უკეთ გავიცანით თანამშრომლებმა ერთმანეთი და ბევრი კარგი შესაძლებლობა აღმოვაჩინეთ ერთმანეთში. 
-    გაგვეზარდა მოტივაცია - მიგვეღწია მეტისთვის, როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი მიმართულებით.
-    გავიგეთ, როგორ დავისახოთ მიზნები, როგორ მივაღწიოთ მათ და როგორ გავხადოთ ჩვენი შრომა უფრო ეფექტური.
-    თანამშრომლებმა დააფასეს მენეჯმენტის მონდომება და სხვა.
ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად უნდა დავგეგმოთ მსგავსი სემინარები, გავიხსენოთ დავიწყებული და ვისწავლოთ ახალი. სიახლის მოსმენა და კოლეგებთან გაზიარება ყოველთვის სასიამოვნოა“.

                                                                                             ნინო დევაძე


 

« უკან
225
Login