18/06/2024

რა არის Threads-ი და როგორ ვმართოთ ის

10.png

დღითიდღე Threads-ზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება. აღნიშნული აპლიკაცია 2023 წლის ივლისში გამოჩნდა, ის Meta-მ Twitter-ის კონკურენტად შექმნა. აპლიკაცია ერთდროულად ასზე მეტ ქვეყანაში გაეშვა და რეკორდულ დროში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
Meta-ს თქმით, Threads-ი უზრუნველყოფს „ახალ, განცალკევებულ სივრცეს რეალურ დროში განახლებებისა და საზოგადოებრივი საუბრებისთვის. ის ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ადამიანი Twitter-ის ალტერნატივას ეძებს მას შემდეგ, რაც ეს პლატფორმა გასულ წელს ილონ მასკმა შეიძინა. თუმცა, Meta-ს ახალმა აპლიკაციამ შეშფოთება გააჩინა  მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.“

დღითიდღე Threads-ზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება. აღნიშნული აპლიკაცია 2023 წლის ივლისში გამოჩნდა, ის Meta-მ Twitter-ის კონკურენტად შექმნა. აპლიკაცია ერთდროულად ასზე მეტ ქვეყანაში გაეშვა და რეკორდულ დროში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
Meta-ს თქმით, Threads-ი უზრუნველყოფს „ახალ, განცალკევებულ სივრცეს რეალურ დროში განახლებებისა და საზოგადოებრივი საუბრებისთვის. ის ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ადამიანი Twitter-ის ალტერნატივას ეძებს მას შემდეგ, რაც ეს პლატფორმა გასულ წელს ილონ მასკმა შეიძინა. თუმცა, Meta-ს ახალმა აპლიკაციამ შეშფოთება გააჩინა  მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.“pirveli visuali.png 

 

როგორ შეგვიძია Threads-ზე დარეგისტრირება და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

Threads-ის აპლიკაცია გახლავთ მიკრობლოგი, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებელთათვის. აღნიშნულ აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ ან გააზიარონ მულტიმედია, მათ შორის ტექსტი, სურათები და ვიდეოები. Threads-ი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიწონონ, უპასუხონ ან გადააზიარონ სხვისი პოსტები. აპლიკაციაში შესასვლელად Instagram ანგარიშია საჭირო, რადგან ის Instagram-ის გუნდმა შექმნა. Instagram მომხმარებელს Threads-ში  გადასვლა მარტივად, იმავე ანგარიშიდან შეუძლია. მართალია, Threads-ში  შეუცვლელად გადავა თქვენი სახელი და ვერიფიცირების სტატუსი, თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ, აღნიშნული მონაცემების ველები სურვილისამებრ შეცვალოთ. მათ შორის, ისიც, გამოიწეროთ თუ არა იგივე ხალხი, ვინც Instagram-ზე გყავთ. რაც შეეხება აპლიკაციის დეაქტივაციას, Threads-ის დამატებითი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ Instagram-ის ანგარიშის წაშლით იქნება შესაძლებელი.

threads n2.png

საწყისი ეტაპისთვის, აპლიკაცია მხოლოდ მობილური მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ცოტა ხნის წინ კი Threads-მა დესკტოპზეც ჩაუშვა გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები პოსტების გაზიარებას საკუთარი კომპიუტერიდანაც შეძლებენ. Threads-ზე შესაძლებელია მაქსიმუმ:
•    500 სიმბოლოიანი პოსტების გამოქვეყნება;
•    ერთ პოსტში 10 ფოტოს ატვირთვა;
•    5 წუთიანი ვიდეო კონტენტის გამოქვეყნება;

threads n3.png

ბოლო სიახლე, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ჰეშთეგებს უკავშირდება. Threads-ის მომხმარებლებს პოსტში მხოლოდ ერთი თემის მონიშვნა შეუძლიათ, რათა თეგების სპამს თავი აარიდონ. ეს ყოველივე კი # სიმბოლოს გარეშე არის შესაძლებელი. ჰეშთეგებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტულ ფრაზაში გამოტოვებები სხვა სპეციალურ მახასიათებლებთან ერთად გამოიყენონ. პოსტზე მონიშნულ თეგზე დაკლიკებით კი შეძლებთ, გაეცნოთ ანალოგიურ თემებს, რომლებიც  იმავე ჰეშთეგით იქნება დაწერილი. ამისთვის საძიებო ველში უბრალოდ თეგის ჩაწერაც საკმარისია.

შემოგვიერთდით BPN Georgia-ს შეხვედრებზე, ერთად ვადევნოთ თვალი სოციალურ მედია პლათფორმებზე დაანონსებულ სიახლეებს. 

 

« უკან
796
Login