10/07/2020

ერთი მცხობელი კოვიდ-19-ის კრიზისის წინააღმდეგ

Bäckerei Reinhard 1.jpg

 © ფოტო: Thuner Tagblatt

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

      როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც შეიძლება ითქვას, ერთ ღამეში ფირმის ბრუნვა 50%-ით შემცირდება, რადგან  ყველა ღონისძიება გაუქმდა, რესტორნები და კაფეები საგანგებო მდგომარეობის გამო დაიხურა და ათასობით ფეხითმოსიარულე, რომელიც სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ფუნთუშას გააყოლებდა ხოლმე ხელს და ნაჩქარევად გზაშივე მიირთმევდა, ახლა სახლიდან მუშაობს?

ინტერვიუ შვეიცარიელ მცხობელთან:

BPN: -ნო რაინჰარდ, როგორ ახერხებს ამჟამინდელ ქარიშხლიან ეკონომიკურ ვითარებაში თქვენი ფირმა კურსის შენარჩუნებას? რა არის თქვენთვის, როგორც ფირმის მმართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ალექსანდერ რაინჰარდი: უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიზრუნო ჩემს ოჯახზე, თანამშრომლებზე, მომხმარებელზე. ამასთან უმნიშვნელოვანესია, ხელი შევუწყო თანამშრომელთა შორის ერთიანობას და მხარი დავუჭირო მათ, რომ მიუხედავად არსებული შიშის ფაქტორისა, ჰქონდეთ უკეთესის იმედი.

ბევრი ჩემი თანამშრომელი ბოლო კვირების, თვეების განმავლობაში შიშს და გაურკვევლობას ებრძოდა, ამიტომ მე გადავწყვიტე მჭიდრო კონტაქტი მქონოდა თითოეულ მათგანთან პირადად ან ჩატის მეშვეობით და იმაზე მეტი ინფორმაცია გამეცვალა მათთან, ვიდერე კრიზისამდე. ასე ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით ახალი იდეების გენერირება ახალ პროდუქტებთან და  ახალ სერვისებთან დაკავშირებით. ამან საშუალება მოგვცა ახალი პერსპექტივები დაგვენახა და მხოლოდ ცალმხრივი ხედვა არ გვქონოდა კორონათი გაჯერებულ ყოველდღიურობაში.

BPN: ხედავთ თუ არა ამჟამინდელ კრიზისში შანსებსაც?

ალექსანდერ რაინჰარდი: რა თქმა უნდა! მე  ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ, რომელიც ჯანსაღი იუმორის ზომიერი პორციით ცხოვრობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  არსებულმა გარემოებამ მე, როგორც ადამიანს, როგორც მეწარმეს ბევრი მასწავლა.

ყველაზე დიდი გამოწვევა ამ კრიზისში რაც შეიძლება სწრაფად ახალი სადისტრიბუციო არხების განვითარება იყორომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლამდე მიგვეტანა.

ამისათვის მაშინვე დავნერგეთ სახლში მიტანის სერვისი ავტომობილითა და ველოსიპედით. ხარჯების დაზოგვის მიზნით ამ სერვისს კონკურენტთან ერთად ვთავაზობთ. გავერთიანდით და ახლა ასორტიმენტი ორივე საცხობის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებისგან შედგება. მომხმარებელს და რაც მთავარია რისკ ჯგუფებს წვდომა აქვთ პურის ყველა შესაძლო სახეობაზე, ფუნთუშეულობასა და საკონდიტრო ნაწარმზე. მიწოდება ხდება უფასოდ გარკვეული რაოდენობის შეკვეთის შემთხვევაში, ესაა დაახლოებით 5 აშშ დოლარი. ჩვენმა მომხმარებელმა პოზიტიურად მიიღო ეს შეთავაზება. მომხმარებელი ძალიან აფასებს ასევე კრიზისის დროს კონკურენტთან ერთად მუშაობას. ასეთი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს ნდობას, რომელიც გამყარებულია წერილობითი შეთანხმებებით.

ამის პარალელურად ვავითარებთ ონლაინ გაყიდვის არხებს: ფირმის ვებ-გვერდს, ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებს.

გამოიკვეთა, რომ კრიზისის და გაურკვევლობის პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებელი უპირატესობას რეგიონალურ პროდუქტს ანიჭებს, ეს დიდი შანსია ჩვენი ფირმისთვის, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდროს, როგორც ბრენდმა «100% ბერნი»: აქ გაზრდილიაქ დაფქულიაქ გამომცხვარი.

Bäckerei Reinhard 2.jpg

© ფოტო: საცხობი რაინფარდი სს AG

BPN: როგორ მოახერხეთ საგანგებო მდგომარობის გამოცხადების შემდეგ გაყიდვების უზარმაზარ ვარდნასთან ფინანსური გამკლავება?

ალექსანდერ რაინჰარდი: მხოლოდ და მხოლოდ იმ რეზერვების წყალობით, რომელიც დაგროვილი გვქონდა სტაბილურ პერიოდში. ახლა ჩემი ყოველდღიური დავალება მდგომარეობს იმაში, რომ  უზრუნველვყო ფირმისთვის საკმარისი ლიკვიდურობა.

BPN: გაყიდვების გაზრდის მიზნით კრიზისის პერიოდში სთავაზობთ თუ არა უფრო მეტ ფასდაკლებებს, აქციებს?

ალექსანდერ რაინჰარდი: ამ საკითხში ძალიან ფრთხილი ვარ, ფასდაკლებას თუ შევთავაზებ, იგივე ბრუნვის მისაღებად უფრო მეტი პროდუქტი უნდა გავყიდო. რამდენად რეალისტურია ეს ამ კრიზისულ პერიოდში?

BPN: დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისათვის.

ალექსანდერ რაინჰარდი: ვთვლი, რომ მეწარმეთა შორის გამოცდილების გაცვლა ძალიან მნიშვენლოვანია, დიდი მადლობა BPN-!

ალექსანდერ რაინჰარდი სს საცხობი რაინჰარდის დირექტორი და მმართველი პრეზიდენტიაის უკვე მეოთხე თაობის წარმომადგენელია, რომელიც უძღვება ადგილობრივ საოჯახო ბიზნესს ამჟამად 170 თანამშრომლით ბერნში.

Bäckerei Reinhard 3.jpg© ფოტო: სს საცხობი რაინჰარდი   

« უკან
1159
Login