14/12/2022

კომპანიის ღირებულებები, როგორც კომპასი კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას

Core Values.png

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

მეცნიერების თქმით ადამიანი დღეში 35,000 გადაწყვეტილებას იღებს. (Sahakian & La Buzetta, 2013). ციფრულ სამყაროში ინფორმაციის სიჭარბის გამო ბოლო წლებში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი გადაწყვეტილებების უმეტესობას გაუცნობიერებლად, ავტომატურად - ინტუიციურად („ემოციით“) ვიღებთ. შესაძლოა თქვენი თანამშრომლების გადაწყვეტილება - ყავა შაქრით დალიოს, თუ მის გარეშე თქვენს კომპანიაზე არანაირ გავლენას არ ახდენდეს, მაგრამ მათი მრავალი გადაწყვეტილება კომპანიის წარმატებაზე ნამდვილად მოქმედებს. მაგ. ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა: რომელი კანდიდატი იქნეს დაბარებული გასაუბრებაზე, X თუ Y. თანამშრომელმა ჯერ ეს პროექტი უნდა განახორციელოს, თუ ჯერ ის და როგორ.

თქვენი თანამშრომლები 35,000 გადაწყვეტილებაში რომ არ ჩაიკარგნენ და კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებიც მიიღონ, გჭირდებათ სახელმძღვანელო პრინციპი. სწორედ ამ პრინციპებს უწოდებენ კომპანიის ღირებულებებს.

ღირებულებები ჰგავს მანათობელ შუქურას. ისინი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებენ და ყველა გადაწყვეტილების აწონ-დაწონვაც მათი დახმარებით ხდება. თუ თქვენი კომპანია მთავარ პრიორიტეტად ხარისხს დაასახელებს, მაშინ მოგიწევთ მხედველობაში მიიღოთ ის ხარჯები, რაც მოსდევს ძვირადღირებულ ნედლეულ მასალას და მაღალკვალიფიციურ კადრებს.

კომპანიებს უჭირთ ღირებულებების ფორმულირება და შესაბამისად ყველა თანამშრომელს ამის თავისებური გაგება და ინტერპრეტაცია აქვს. შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ კომპანიის ღირებულებების ჩამოყალიბებაში:

  • რა იდეალებისკენ მიისწრაფვით?
  • რა თვისებები და ქცევები უნდა ახასიათებდეს თანამშრომელს, რომელიც კომპანიის წარმატებას განაპირობებს?
  • როგორ გსურთ, რომ ახასიათებდნენ თქვენს კომპანიას მომხმარებლები?
  • რა არის უნიკალური თქვენს კომპანიაში, რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
  • რა არის ჭეშმარიტი და რა მცდარი? სამართლიანი ან უსამართლო?

ღირებულებების ჩამოყალიბებას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გეხმარებათ დაადასტუროთ, რომ თქვენი კომპანია საშუალოზე უკეთეს პირობებს სთავაზობს მომხმარებელს. როცა ღირებულებების ფორმულირებას გულისყურით ეკიდებით, იზრდება მომხმარებლის და თანამშრომლის ლოიალურობა და ისინი თავს აიგივებენ თქვენს კომპანიასთან (შინაგანი ეფექტი). ეს კი ხელს უწყობს კომპანიის დამაჯერებელი იმიჯის ჩამოყალიბებას (გარეგანი იერსახე). იფიქრეთ ყოველთვის იმაზე, რომ კომპანია იმ ღირებულებებით უნდა ცხოვრობდეს, რაც სახელმძღვანელოდ დაისახა.

« უკან
627
Login