10/05/2024

ერთად ყველა მეტს მივაღწევთ!

networking

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

ბევრი თქვენგანი ალბათ სხვების დახმარების გარეშე, მარტოც ბევრ გამოწვევას გამკლავებია, ბევრი დაბრკოლება გადაულახავს და არაერთი წარმატებაც უზეიმია. 
წარმოიდგინეთ ძალების გაერთიანების შემთხვევაში რა იქნებოდა?!

ცხოვრება თითოუელ ჩვენგანს ბევრ გამოცდას უწყობს, ბევრ შანსსაც აძლევს განვითარდეს, რეალიზდეს, საჭირო უნარებითა და ცოდნით აღიჭურვოს და შექმნას რაღაც ღირებული. 
იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შექმნით, თუ თქვენს ცოდნა-გამოცდილებას მათ გაუზიარებთ, ვისაც ეს სჭირდება?!
 

ბევრი ბიზნესიც ადამიანების მსგავსად სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი, მოიპოვოს მომხმარებლის გული, ყველას დაუმტკიცოს, რომ თუ მიზანი მკაფიოა და მისკენ მთელი გულითა და მონდომებით ვისწრაფვით, სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება.
იქნება შედეგი უფრო სწრაფად დადგეს და მასშტაბიც სხვა იყოს, სხვების გამოცდილება რომ გაგვეზიარებინა?!
ვიფიქროთ, ვისწავლოთ, გავიზიაროთ, გავუზიაროთ და ერთად წინ კიდევ უფრო სწრაფად ვიაროთ ჩვენი მიზნებისკენ!

together

მართალია, ყველა ბიზნესი განსხვავებულია, თუმცა ბევრი მათგანი მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია მაგ. მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, გუნდის ფორმირება-მოტივირებასთან, ხელფასებთან, საბონუსე თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული თემები.
სწორედ ამიტომ სხვადასხვა ბიზნესებს შორის თანამშრომლობა, ერთმანეთისთვის  გამოცდილების გაზიარება უძვირფასესი ინვესტიციაა. იმ ინფორმაციასთან ერთად, რასაც ბიზნესი ასეთი თანამშრომლობებიდან იღებს, უმნიშვნელოვანესია ასევე ის იმპულსები და ინსპირაციები, რომლებიც ბინზესის მუდმივი განვითარებისთვის არის საჭირო. 

«თუ ყველა ერთად მიიწევს წინ, მაშინ წარმატება საკუთარ თავზე თავადვე ზრუნავს.» - თქვა ჰენრი ფორდმა. მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესმა კარგად გაიაზროს ეს და დაფიქრდეს თანამშრომლობის მრავალმხრივ სარგებელზე. გარდა იმისა, რომ სხვა ბიზნესის გამოცდილების გაზიარებით  თვალსაწიერი გვიფართოვდება, კოლეგა მეწარმეებისგან მიღებული ობიექტური რჩევები და ჯანსაღი შენიშვნები, მათი უკუკავშირები თვითრეფლექსიასა და საკუთარ კომპანიაში არსებული სიტუაციის  ობიექტურად შეფასებაშიც გვეხმარება. ამ გზით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ე.წ. «სამეწარმეო სიბრმავე», რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ეს განვითარების პროცესია, სადაც ყველა მხარე სწავლობს სხვებთან ერთად და სხვებისგან, ისმენს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც მისთვისაც აქტუალურია, ისმენს წარმატების ისტორიებს, სადაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ფაქტორებიც შეიძლება ამოიცნოს.

BPN Georgia-ც მხარს უჭერს სხვადსხვა ბიზნესებს შორის თანამშრომლოის დამყარებას და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნით ხშირად იმართება BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეთათვის შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს საკუთარი წარმატებისა, თუ მარცხის ისტორიებს გულწრფელად უზიარებენ, ისმენენ უკუკავშირს საკუთარ პროდუქტსა თუ სერვისზე მისი გაუმჯობესების მიზნით, სვამენ შეკეთხვებს და გამოცდილი და კომპეტენტური წევრებისგან იღებენ პასუხებს...

ცოტა ხნის წინ BPN Georgia-ს სივრცეში კიდევ ერთი მსგავსი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიზნესის განვითარების პროგრამის აქტიურმა მონაწილემ და კომპანია FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა BPN Georgia-ს სხვა მონაწილეებს საკუთარი დიდ გამოცდილება გაუზიარა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
•    სწორი ფინანსური აღრიცხვის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ფულადი დანაკარგი;
•    სწორი ბუღალტრული აღრიცხვის გამოყენებით სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა;
 

photo-collage.png (1).png

გარდა იმისა, რომ ასეთი ქმედებით საკუთარი ბიზნესის საკეთილდღეოდ ვიქცევით, სხვა ადამიანების გვერდით დგომა უაღრესად კეთილშობილური საქციელიცაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამდებია და ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რასაც საბოლოოდ დადებითი შედეგები მოაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ ღია, გულწრფელი შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც შენს მსგავს გზას გადიან, დიდი მონაპოვარია, მნიშვნელობა არ აქვს, შენ ამ გზას ახლა დაადექი, თუ უკვე დიდი ხანია გზაში ხარ!
ერთად ყველა კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ!
BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები ერთმანეთის მხარდასაჭერად! 
 

« უკან
77
Login