04/10/2022

რისთვის არის საჭირო ინფლუენსერ მარკეტინგი

Influencer marketing.png

Ana PNG.png  ავტორი: ანა აივაზიშვილი 

დღესდღეობით კომპანიები ინფლუენსერ მარკეტინგს უფრო და უფრო აქტიურად მიმართავენ. მათი საშუალებით, Instagram-ზე, Facebook-ზე, tiktok-ზე თუ სხვა სოციალურ ქსელში, ჩვენ ყოველდიურად უამრავ სარეკლამო შეტყობინებას ვიღებთ. და მაინც ვინ არიან ინფლუენსერები? რას ნიშნავს ინფლუენსერ მარკეტინგი ან რატომ მიმართავენ მას კომპანიები? ამ ყველაფერზე პასუხს ჩემი სტატიიდან შეიტყობთ.

ინფლუენსერები სოციალურ ქსელში აქტიურად ჩართული ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ქმნიან საინტერესო და განსხვავებულ კონტენტს, ჰყავთ ბევრი გამომწერი, რომელთათვისაც ინფლუენსერის აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ინფლუენსერები სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გამომწერებს უზიარებენ პირად ინფორმაციას/გამოცდილებას, რეკლამას უკეთებენ სხვადასხვა პროდუქტებსა თუ მომსახურეობას. 

ინფლუენსერი შეიძლება იყოს ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად. დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას. 

shorena Begashvili.png   Nuki Koshkelishvili.jpg

ინფლუენსერ მარკეტინგი გულისხმობს ბრენდისა და ონლაინ ინფლუენსერის კოლაბორაციას კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების სარეალიზაციოდ. პროცესი საკმაოდ მარტივია, ბრენდი მუშაობს ინფლუენსერთან, რათა საკუთარი ბრენდის ცნობადობა გაზარდოს.

მარკეტინგის მენეჯერების 95% ინფლუენსერებს მიმართავენ მაშინ, როდესაც სურთ:

  • გაზარდონ ბრენდის ცნობადობა;
  • ჩამოაყალიბონ ნდობის ფაქტორი;
  • მისწვდნენ მათ სამიზნე აუდიტორიას;
  • გაზარდონ კონვერსიები;
  • გავიდნენ უფრო ფართო მასებზე. 

ინფლუენსერ მარკეტინგი იყენებს არსებულ ინფლუენსერებს, რომლებმაც უკვე შეიქმნეს ძლიერი იმიჯი და რეპუტაცია კონკრეტული ნიშის მიმართულებით და ჰყავთ დიდი რაოდენობის მიმდევრები, იმისთვის რომ გააძლიეროს ბრენდი, გაყიდოს პროდუქტი და მათთან ერთად შექმნას კონტენტი.

Zaza Telia.png

ინფლუენსერ კამპანიების ტიპები:

  • ფასდაკლების კოდები და ეფილიეიტ მარკეტინგი, ასეთ დროს, ინფლუენსერი გამოიმუშავებს თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ბრენდის კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი თავის მიმდევრებზე გაყიდა. ამას ინფლუენსერისთვის სპეციფიკური ლინკის გამოყოფით აკონტროლებენ. ხოლო, ინფლუენსერის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის audience data-სა და CPS-ს (cost per sale).
  • კონკურსები და საჩუქრები - შეჯიბრებები, საჩუქრები და კონკურსები ბრენდის გაძლიერების, ჩართულობის და აურზაურის გამოწვევის ძლიერი ხერხია.

Tako Sazina.png

მსოფლიოს ექსპერტების რჩევით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტიპის რეკლამა ახალი ტრენდი სულაც არ არის, 2023 წლისთვის კომპანიებმა უნდა შეცვალონ მიდგომა და დაამყარონ გრძელვადიანი ურთიერთობა ინფლუენსერებთან. ინფლუენსერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ბრენდის ჩამოყალიბებაში. მსგავსი ტიპის თანამშრლომლობა მომგებიანი და საინტერესო იქნება, როგორც კომპანიებისთვის, ასევე ინფლუენსერებისთვის. 

ინფლუენსერები პიარს გაუკეთებენ საკუთარ თავს წარმატებულ ბრენდებთან თანამშრომლობით, ეს კი ერთიორად გაიზრდის ნდობას მათი გამომწერების თვალში. საბოლოო ჯამში თანამშრომლობა ასეთ ინფლუენსერებთან მომგებიანი იქნება კომპანიებისთვისაც, რადგან ასეთ დროს მათი გაყიდვების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს. ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე ვისაუბრებთ, გამომყევით. 

« უკან
801
Login