16/01/2023

მარკეტინგული მიოპია

pink sunglases

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

XX საუკუნეში მრავალი კომპანია არსებობდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებაში. დიდი ძალისხმევისა და დამსახურების მიუხედავად დღეს მათი სახელები ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილიც კი არ არის.

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ კარგავენ გიგანტი კომპანიები მომხმარებლებს? რატომ აღმოჩნდება ხოლმე მათ მიერ წარმოებული ერთ დროს პოპულარული პროდუქცია მომხმარებელთა ყურადღების მიღმა?

ალბათ, თქვენ წარმოდგენაც კი არ გსურთ იმის, რომ თქვენი ბიზნესი ოდესმე მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პატარა სტატიაში გაგაცნობთ ზემოთ მოცემული პრობლემის გამომწვევ მიზეზს და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ მარკეტინგული მიოპიისგან თავის არიდებაში.

გსმენიათ მაიოპიაზე? იცით, რა არის და როდის წარმოიქნება მარკეტინგული მიოპია?

მარკეტინგულ მიოპიას, იგივე მარკეტინგულ სიბეცეს, შესაძლოა მარკეტინგული ახლომხედველობაც ვუწოდოთ, ვინაიდან ის თავს მაშინ იჩენს, როცა კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს გაყიდვებს და არ ფიქრობს გრძელვადიანად მარკეტინგსა და მომხმარებელთა საჭიროებებზე. მოკლე ვადაში გათვლილი მეტი გაყიდვისთვის კომპანია მასობრივ წარმოებაზე გადადის, შედეგად მხედველობიდან იკარგება გრძელვადიანი მიზნები და მომხმარებელი თავისი მოთხოვნილებებით, სურვილებითა და საჭიროებებით.

ბიზნესისთვის წარმატების განმაპირობებელ მთავარ ფაქტორს მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა და შემდგომ მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვა წარმოადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს - მომხმარებელთა მოთხოვნილებები მუდმივად იცვლება. მათ დღითიდღე კიდევ უფრო დახვეწილი, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია ესაჭიროებათ. შესაბამისად ბიზნესი უწყვეტ კონტაქტში უნდა იყოს საკუთარ მომხმარებელთან, იცნობდეს მის აქტუალურ მოთხოვნილებებს, მუდმივად უნდა იკვლევდეს, დეტალურად სწავლობდეს იმ სეგმენტს, რომლის ათვისებასაც აპირებს.

კარგად რომ გავიაზროთ რას გულისხმობს მარკეტინგული მიოპია, გავეცნოთ მსოფლიოს 2 გიგანტი კომპანიის - Nokia-ს და Apple-ს მაგალითს.

      Nokia.pngIphone.png

Nokia ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდია. ათწლეულების მანძილზე იგი მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებელი იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ დაკარგა პოპულარობა ცნობილმა ბრენდმა? დაახლოებით 2007 წლიდან მისმა აღმასვლამ საპირისპირო მიმართულება მიიღო. ამის გამომწვევი მიზეზი სხვა მწარმოებლების, კერძოდ კი Apple-ის და Android-ის სენსორულ სმარტფონებზე მზარდი მოთხოვნა გახდა.

შეცდომა, რომელიც Nokia-მ დაუშვა იყო ის, რომ იგი კონცენტრირდა მოკლევადიან მიზანზე, გაყიდვების მაღალ მაჩვენებელზე, დაიწყო პროდუქტის მასიური წარმოება ისე, რომ არ გაითვალისწინა მომხმარებელთა ფსიქოლოგია და მისი მუდმივი სწრაფვა სიახლეებისადმი, შედეგად კი ბაზრის ლიდერად Apple იქცა, კომპანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს ინოვაციური, თუნდაც ვიზუალური კუთხით. Apple კარგად იცნობს მომხმარებელთა ფსიქოლოგიას, ორიენტირებულია მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე და მაღალი ფასის მიუხედავადაც კი მსოფლიოს მასშტაბით ინარჩუნებს მომხმარებელთა ლოიალურობას.

მარკეტინგული მიოპიისგან თავის ასარიდებლად:

თუ გსურთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მარკეტინგის განხრით და გაზარდოთ თქვენი კომპანიის ცნობადობა, მაშინ შემოგვიერთდით სემინარზე. https://bpngeorgia.ge/business-academy/seminars-workshops/Marketing-course

 

« უკან
1244
Login