27/04/2020

როგორ გავზარდოთ პროდუქტის ცნობადობა?

Taveri Moto.jpg

      რეკლამა აუცილებელია. არავინ იყიდის თქვენს პროდუქტს მხოლოდ იმიტომ, რომ ის შესანიშნავია. მის შესახებ მომხმარებლებმა რაიმე ფორმით უნდა შეიტყონ. რეკლამა კი ფული ღირს. ცხადია, შენ შეგიძლია 50 ლარადაც დაარეკლამო შენი გვერდი, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ყოველდღიურად ათასობით მცირე ბიზნესი ასევე არეკლამებს თავის გვერდს. ყოველ ჩვენთაგანს დღის განმავლობაში ათეულობით ასეთი რეკლამა მისდის. ამიტომ, თუ გინდა იყო გამორჩეული, შენი გზავნილიც გამორჩეული უნდა იყოს.

ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს ისეთი რეკლამის შექმნა, რომლის გაზიარება სხვებსაც უნდებათ. ანუ, რეკლამაში უნდა იყოს მოთხრობილი არა მხოლოდ უცნობ პროდუქტზე, არამედ რაიმე უკვე კარგად ნაცნობზეც, რაც დამატებით ინტერესს იწვევს. სწორედ ამგვარი ინტერესი ხსნის გზას ფართო აუდიტორიისკენ, ყოველგვარი ასტრონომიული სარეკლამო ხარჯების გარეშე.

ერიკ შმიდი, Taveri Moto- თანადამფუძნებელი *

     ჩვენი სტარტაპი ქმნის დამცავ ტანსაცმელს მოტოციკლით მგზავრობისთვის, თანამედროვე ბაიკერის სამოსს, რომლის შთაგონების წყაროს ლეგენდარული შვეიცარიელი მოტო მრბოლელი, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუიჯი ტავერი წარმოადგენს.

პირველი საიმიჯო ფოტო სესიისთვის ჩვენ შევძელით ძალიან მოთხოვნადი ტუნინგ ცენტრის - VTR Customs-ის დაყოლიება, რომელიც მოტოციკლების მოდიფიკაციებზე მუშაობს და რომელმაც ფოტო სესიისთვის მათ მიერ დახვეწილი, მართლაც თვალისმომჭრელი BMW- მოტოციკლი გამოგვიყო. ასევე, მოვიგეთ ერთადერთი შვეიცარიელი სუპერ მრბოლელი ქალის, საბინე ჰოლბრუკის გულიც და იგი მოტოციკლის საჭეს ჩვენს მიერ წარმოებულ სამოსში გამოწყობილი მიუჯდა.

ამავდროულად, საბინეს შვეიცარიული საათების მწარმოებელ კომპანია Tag Heuer-თან ქონდა კონტრაქტი. ამიტომ, გადაღებული ფოტოები სოციალური მედიით Tag Heuer-მაც გაავრცელა. იგივე გააკეთა BMW-მაც, ასევე VTR Customs-მა და თავად საბინემ. შესაბამისად, პირველი ფოტო სესიიდან ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ნახვა მოვაგროვეთ. შედეგად, უმოკლეს ვადაში, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა დაახლოებით 300 პოტენციური მყიდველის წერილი, რომელიც პროდუქციის დეტალების დაზუსტებას ითხოვდა. ამას დაემატა სხვადასხვა დისტრიბუტორთა დაინტერესება მთელი მსოფლიოდან და რეპორტაჟები რვა წამყვან დარგობრივ გამოცემაში. ამხელა რეზონანსი სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის, და დავრწმუნდით, რომ სწორი სტრატეგია შევარჩიეთ და სწორი გზავნილით გავედით ბაზარზე.

    შექმენით ხარისხიანი სარეკლამო მასალა და ეძებეთ მისი გავრცელების ეფექტური გზები. ფული აუცილებლად დაგეხარჯებათ, მაგრამ სასურველ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი ფულთან ერთად ფანტაზიასაც მოიშველიებთ, თანამშრომლობის და მოლაპარაკებების უნარებსაც გამოავლენთ და სხვების ინტერესების გათვალისწინებასაც შეძლებთ. მხოლოდ ასე იზოგება სარეკლამო ხარჯი, მხოლოდ ასე მოიპოვება პარტნიორები, რომლებიც თანამშრომლობაში თავის სარგებელსაც ხედავენ და თქვენს ჩანაფიქრს მთელი გულისყურით ეკიდებიან.

 

ქეისი მოწოდებულია BPN Georgia-სა და სენტ გალენის უნივერსიტეტს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში. წყარო: სტარტაპ ნავიგატორი

« უკან
1288
Login