26/10/2020

რისთვის მჭირდება ბიზნეს გეგმა კრიზისის დროს?

Business Plan Covid 19.PNG

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

არსებულმა სიტუაციამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გუშინდელი გეგმები  დღეს უკვე არააქტუალურია და ყოველდღიურად ახალ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება. ეს ერთნაირად ეხება იმ ადამინებს, რომლებსაც სურთ თავიანთი დამოუკიდებლობის იდეა განახორციელონ და მეწარმეებსაც, რომლებსაც საარსებო მინიმუმის დახარჯვა უწევთ კოვიდ -19 ით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში.

მას შემდეგ რაც პირველმა შოკმა გადაიარა, ახლა ზუსტადაც რომ საუკეთესო დროა, თქვენს ბიზნეს მოდელს, თქვენს ბიზნეს იდეას კრიტიკულად მიუდგეთ და გააანალიზოთ ის სწორედ ბიზნეს გეგმის დახმარებით.

1. ვინ არიან ჩემი მომხმარებლები?

კოვიდ-19-ის  კრიზისის ფონზე ახალი, მანამდე არარსებული მომხმარებელთა ჯგუფები გაჩნდა. ხანგრძლივმა ჩაკეტილობამ განაპირობა ის, რომ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც მანამდე ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ყიდულობდნენ ონლაინ, ახლა საჭირო პროდუქტებს ზუსტად რომ ინტერნეტის საშუალებით იძენენ. რესტორნის მოყვარულები ახლა სახლის ოფისებში სხედან და იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ცხელი კერძი თავად მოამზადონ. ისინი ვინც აქამდე ბიო და ჯანმრთელ პროდუქტებზე დიდად არ იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა საკუთარ ჯანმრთელობას ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მსოფლიო მოგზაურები ტურებს ამჯერად საკუთარ სამშობლოში ჯავშნიან.

თქვენ როგორ აწვდენთ ხმას ახლადგაჩენილ მომხმარებელთა ჯგუფს?

მაგალითი: Hellofresh-ი მთელს ევროპაში აწვდის პროდუქტებს მომხმარებელს, რომელსაც საკუთარი კულინარიული შესაძლებლობების დამტკიცება და ახალი რეცეპტების დატესტვა სურს. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტების მიწოდება, მომხმარებელი იღებს მენიუს და სასურველ რაოდენობაზე გათვლილ საჭირო ინგრედიენტებს პირდაპირ საკუთარი სახლის კართან. გასულ წელთან შედარებით Hellofresh-მა შეძლო საკუთარი ბრუნვის გაორმაგება.

2. მომხმარებლის შეცვლილი მოთხოვნილებები?

თუ შემოსავლების გენერირება გსურთ, ახლა ისე ვიდრე არასდროს უნდა  ორიენტირდეთ იმაზე, რისი მიღებაც სურს თქვენს მომხმარებელს თქვენგან. უნდა იმოქმედოთ, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროთ მასთან, უნდა ეცადოთ,  ინფორმაცია გაცვალოთ. ჰკითხეთ თქვენს ერთგულ  და ასევე პოტენციურ მომხმარებლებს ზუსტად რა სურთ ახლა მათ თქვენგან და რაში გადაიხდიდნენ ფულს. თუ თქვენს შეთავაზებას მომხმარებლის დღევანდელ მოთხოვნებს მოარგებთ, მაშინ თქვენ  შეძლებთ მოკლე ვადაში მიიღოთ შემოსავალი.

შესაძლებელია თქვენი იდეის ციფრულ სივრცეში განცხორციელება? დაფიქრდით, იქნებ შეგიძლიათ თქვენი მთავარი უნარები გამოიყენოთ საიმისოდ, რომ კოვიდ 19-ის დროს ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოთ?

ენების ინოვაციური აკადემია - Innovative Language Academy, რომელიც გორშია განთავსებული, ლოქდაუნის შემდეგ ინგლისურისა და გერმანული ენის კურსებს უკვე ონლაინ რეჟიმშიც სთავაზობს. ასე ენების ინოვაციურმა აკადემიამ შეძლო  უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისაც შეეთავაზებინა საკუთარი პროდუქტი და სრულიად ახალი სეგმენტი აეთვისებინა.

სარეკლამო კომპანია Flexmedia-, რომელიც ნებისმიერ დაკვეთას შეგისრულებთ, როცა საქმე ბეჭდვა - ციფრულ პოლიგრაფიას ეხება და არამარტო,  პანდემიის პერიოდში გაჩენილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე დამცავი ფარებისა და მაგიდის დამცავ ბარიერების წარმოება დაიწყო.   

კრიზისის დროს ასევე ძალიან გაიზარდა მომხმარებლის მგრძნობელობა ფასის მიმართ.

ხაზი გაუსვით მომხმარებელთან კომუნიკაციისას თქვენი პროდუქტის ან სერვისის ხარისხისა და ფასის თანაშეფარდებას!

კომპანია LIEBE • ლიბე ჯერჯერობით ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ლიცენზირებულ ქართულ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ორცხობლებს აწარმოებს. პროდუქცია არ შეიცავს მავნე ინგრედიენტებს, როგორებიცაა მაგ. ტრანს იზომერული ცხიმები, კონსერვანტები, გენ. მოდიფიცირებული ორგანიზმები, მზადდება კარაქისა და სიმინდის ზეთის გამოყენებით და სრულიად უსაფრთხოა ბავშვთა კვებისთვის.

3. რა შესაძლებლობები ჩნდება ბაზარზე?

მართალია სერიოზული პროგონოზის გაკეთება ახლა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენი საზოგადოება მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-ის კრიზისს დავამარცხებთ, ის აღარ იქნება, რაც მანამდე იყო. ახლა დროა დავემშვდობოთ აქამდე ხშირად გამოყენებულ გამოთქმას, ჩვენ ამას ყოველთვის ასე ვაკეთებდით. ის რაც აქამდე სწორად ითვლებოდა, ახლა გადახედვას ექვემდებარება.

როგორ რეაგირებს ბიზნესი სრულიად ახალ ან ისეთ ტენდენციებზე, რომელთა ნიშნები კრიზისამდე უკვე იკვეთებოდა, მაგრამ ახლა დაჩქარდა და მასიური სახე მიიღო:

  • დიგიტალიზაცია, ონლაინ ვაჭრობა
  • ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების მიმართ ამაღლებული ცნობიერება
  • რეგიონალური შესყიდვა-სამომხმარებლო
  • სახლის ოფისები და ონლაინ-კონფერენციები, როგორც ახალი სამუშაო პლატფორმა
  • მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში, მოკლე ვადაში დაჯავშნილი ტურები, მოგზაურობა საკუთარი ავტომობილითა და მცირე ჯგუფებში
  • მარაგების შეძენა

როგორ ზემოქმედებას მოახდენს ეს და სხვა ტენდენციები თქვენს შეთავაზებასა და უკვე არსებულ გაყიდვის არხებზე?

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. ჰერბია პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება, რაც სრულებით შეესაბამება მომხმარებლის ჰიგიენურ ნორმებზე გაზრდილ  მოთხოვნილებას.

4. შევაფასოთ რისკები და უკეთ გავუმკლავდეთ სამომავლოდ კრიზისს

კოვიდ 19-ით გამოწვეულმა კრიზისმა რისკების საკითხი კომაპნიების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ჯანმრთელობის რისკების გვერდით აქტუალური გახდა ეკონომიკური რისკები, რომლებსაც თავის მხრივ პროდუქტზე ან სერვისზე მოთხოვნის კლება, შემცირებული მარჟები, გამქრალი მომწოდებლები და დაკარგული ძირითადი პერსონალი იწვევს.

რიკების მენეჯმენტი და მათი დაგეგმვა დაგეხმარებათ სამომავლოდ დროულად ამოიცნოთ ისინი, განსაზღვროთ მათ შორის პრიორიტეტები და შეძლოთ, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით გაუმკლავდეთ ყველაზე დიდ რისკებს.

5. დაფინანსების მოპოვება

სახელწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამებით ცდილობენ დაეხმარნენ მეწარმეებს კრიზისით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში. გამოიყენეთ შანსი, მოამზადეთ სოლიდური ბიზნეს და ფინანსური გეგმები იმისათვის, რომ თქვენც გახდეთ ასეთი პროგრამების წარმატებული მონაწილე. თუ უკვე დღეს არ დაიწყებთ ამისათვის მზადებას, ხვალ შეიძლება დროში ვეღარ ჩაეტიოთ და შანსი გაუშვათ ხელიდან.

ან იქნებ უკვე მოსინჯეთ რომელიმე საგრანტო კონკურსში ბედი და არ გაგიმართლათ? გაინეტერესებთ, რატომ? მიიღეთ ჩვენგან ობიექტური და გულწრფელი უკუკავშირი, როგორ შეიძლება გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნეს და ფინანსური გეგმები.

ისარგებლეთ ჩვენი გამოცდილებით, დაესწარით ჩვენს ბიზნესის დაგეგმარების ონლაინ კურსს, სადაც თითოეული თემა იქნება განხილული, რომელიც ისევე როგორც ნებისმიერი საგრანტო ორგანიზაციის საპროექტო განაცხადში, თქვენი ბიზნეს საქმიანობის ყოველდრიურობაშიც აქტუალურია.

დაგვიკავშირდით ტელ. 599879341, მოგვწერეთ www.facebook.com/bpngeorgia/ ან info@bpngeorgia.ge

« უკან
2309
Login