15/09/2020

მარკეტინგი კორონას დროს ტურიზმის სექტორში

No Tourists.jpg

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

რა მარკეტინგული ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი ტურისტული ობიექტებისთვის მაშინ, როცა ტურისტები არ გვყავს, ბიუჯეტი მწირია და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება გვსურს ?

გამოიყენეთ დრო, გაუჩინეთ სურვილი თქვენს პოტენციურ სტუმრებს თქვენი ვებ გვერდის, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმების საშუალებით დაგეგმონ სამომავლო მოგზაურობები თქვენთან ერთად, გაათიონ ღამე თქვენთან, გესტუმრნენ თქვენ.

1. გავაღვიძოთ ტკბილი მოგონებები: ჰკითხეთ თქვენს ფანებს, მიმდევრებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში მათ მოგონებებზე. სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ ფოტოები, ვიდეოები  გასული წლებიდან. თქვენც გაუზიარეთ წარსულის ლამაზი მომენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

Spring in Georgia.PNG

მაგალითი: სასტუმრო ბუდე, მესტია

Guest Experience.JPG

მაგალითი: სასტუმრო ბალმერსი, ინტერლაკენი/შვეიცარია

2. მოგზაურობა გონებაში: თქვენს პოტენციურ სტუმრებს სურთ, გარდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისა თქვენი პოსტების საშუალებით ყურადღება სხვა სასიამოვნო თემებზეც გადაიტანონ. სასურველია, მათი ინსპირაციის წყაროც გახდეთ მომავლის პერსპექტივით.

მიეცით მათ საშუალება საკუთარ დივანზე კომფორტულად მოკალათებულებმა ფოტოების, ვიდეოების, სხვა აღწერილობების საშუალებით ნახონ და გაეცნონ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, თქვენი სასტუმროს ნომრებს, თქვენს ტურებს, თქვენს სხვა შეთავაზებებს

არ დაგავიწყდეთ, საკუთარ თავს ყოველთვის ჰკითხოთ: რა სურს, რომ შეიტყოს თქვენს შეთვაზებაზე თქვენმა სამიზნე ჯგუფმა? მაგალითისთვის, თუ თქვენ თქვენი შეთავაზებით მოლაშქრეებს გსურთ მიაწვდინოთ ხმა, სასურველია თავად წახვიდეთ სალაშქროდ და თქვენი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ მათ: სად და რის აღმოჩენა შეიძლება, საიდან იშლება საუკეთესო ხედი, რომელი ბილიკებია გამოცდილი სამთო მოლაშქრეებისთვის შესაფერისი.

მაგალითი: ტურისტული სააგენტო Georgia Insight

Lagodechi Trekking.png

3. შევიჭყიტოთ კულისებში: სტუმრების უმეტესობას ხომ სასტუმრო კულისებიდან არასოდეს უნახავს. ახლა ზუსტად რომ საუკეთესო დროა, ეს გააკეთოთ. სამზარეულო, ღვინის მარანი, სასტუმროს დიასახლი გააცნოთ და ამას თან რამოდენიმე საინტერესო ფაქტიც დაურთოთ: იცოდით, რომ ყოველდღიურად 500 ზე მეტ პირსახოცს ვრეცხავთ, 85 ექსკლუზიურ ღვინოს ვინახავთ ჩვენს მარანში , […]?

Behind the Scenes.jpg

შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლებიც გააცნოთ თქვენს მომხმარებლებს, მაგალითად ინტერვიუს საშუალებით, სადაც ისინი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე, განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე ან ჰობიზე მოგვიყვებიან.

მაგალითი: სასტუმრო ბერმინა, ზამედანი შვეიცარია

4. გემრიელობა: გემრიელი საჭმელი და კარგი სასმელი მოდიდან არასოდეს გადადის. გააცანით სტუმრებს თქვენი  სამზარეულოს საფირმო კერძები. იქნებ ახალი მენიუ გაქვთ, რომელიც გინდათ თქვენს (პოტენციურ) სტუმრებს წარუდგინოთ,  ან იქნებ მზად ხართ თქვენს მუდმივ სტუმრებს მათი საყვარელი  და გამორჩეული კერძის რეცეპტი გაუმხილოთ? იქნებ შეთავაზებაში ახალი კერძებიც გაქვთ, რომელთა თან წაღებაც შეიძლება?

 მაგალითი: კაფე სტამბა, კაფე ლოლიტა

Cafe Stampa.png

5. კრიზისი ნოყიერი ნიადაგი ჭორებისთვის: დაუპირისპირდით ამას და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებს ეპიდ სიტუაციის და  ამასთან დაკავშირებით თქვენთან გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ. მოუყევით, თუ როგორ ზრუნავთ თქვენი სტუმრების უსაფრთხოებაზე. ასე თქვენ მომხმარებელი სანდო და კომპეტენტურ მასპინძლად აღგიქვამთ.

მაგალითი: სასტუმრო რუმსი

Covid Rooms Hotel.PNG

რა იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა ერთად კოვიდ 19-ს დავამარცხებთ?

ამ კითხვაზე პასუხი დღეს არავის აქვს, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: კრიზისის შემდეგ მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო დიდი იქნება. თქვენს (პოტენციურ) მომხმარებლებს არ დაავიწყდებათ, როგორი კომუნიკაცია გქონდათ მათთან კრიზისის პერიოდში და სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ჩაგსვამენ თუ არა თქვენ თავიანთი მოგზაურობის გეგმაში.

გამოიყენეთ ეს დრო, როგორც შანსი, რომ მოემზადოთ პოსტკრიზისული სიტუაციისათვის.

გაქვთ ტურისტული სააგენტო საქართველოში, ან გეგმავთ მის დაფუძნებას?

გაქვთ ახალი ბიზნეს იდეა, ეძებთ კომპეტენტურ ორგანიზაციას, სადაც შეძლებთ გაიღრმავოთ ბიზნესის მართვის სფეროში საჭირო ცოდნა? გაინტერესებთ მაგალითები შვეიცარიული ტურიზმის სფეროდან?

დაგვიკავშირდით სამუშაო საათების განმავლობაში შემდეგ ტელ. ნომერზე:

599 879341 ან  www.facebook.com/bpngeorgia/ ან info@bpngeorgia.ge/ -ზე

« უკან
1296
Login